მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 345 ინფიცირება, 3 560 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 2345 ადამიანი ინფიცირდა და 3560 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1608706514
COVID-19

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 457 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 098 PCR ტესტით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 214 871-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 191 968-მდე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 BBC: რამდენად საშიშია Covid-ის ახალი შტამი?

🔴 კოვიდკლინიკებში პრეპარატ „რემდესივირს“ საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ

🔴 BioNTech აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება 6 კვირაში შეუძლია

🔴 როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის სრულად გაკონტროლება? - Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელი განმარტებას აკეთებს