მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

569 თბილისი, 103 იმერეთი - კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა რეგიონებში

თბილისის ისტორიული უბანი
1622188092
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 921 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 341894-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 2,71%, ბოლო 14 დღის - 3,68%, ბოლო 7 დღის - 3,22%

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1071 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 324426-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4727 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 569

⭕ აჭარა -102

⭕ იმერეთი - 103

⭕ ქვემო ქართლი -58

⭕ შიდა ქართლი -40

⭕ გურია -14

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84

⭕ კახეთი -39

⭕ მცხეთა-მთიანეთი -24

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 16

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 715, საიდანაც: 3 937 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 913 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პაციენტი.

675 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 8 103 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 775 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 733 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 553 პირი, აჭარაში - 2 197, იმერეთში - 1 527.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

✅„მესამე ტალღა არც ისე მძაფრი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით“ - გიორგი ღოღობერიძე

✅„არავითარი გამოკვლევა აცრის წინ საჭირო არ არის“ - პაატა იმნაძე

✅კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შეიძლება წლების განმავლობაში იცავდეს ადამიანს -The New York Times