მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

586 თბილისი, 131 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

ნარიყალას უბანი
1623740967
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 355 368-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 3.67 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.60%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 586

⭕ აჭარა - 56

⭕ იმერეთი - 131

⭕ ქვემო ქართლი -81

⭕ შიდა ქართლი - 58

⭕ გურია - 8

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 61

⭕ კახეთი - 53

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 31

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 11

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 156 საიდანაც 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 677 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პაციენტი.

595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 502 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 854 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 528 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა

✅„ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს“ - გამყრელიძე

✅თენგიზ ცერცვაძე: მეოთხე ტალღა იქნება აგვისტოსა და სექტემბერში