მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არაფერი გამქრალა და არაფერი აღმოჩენილა, მოხდა მოწოდების შეფერხება, რამაც გამოიწვია პრობლემა“ - გამყრელიძე ვაქცინის დეფიციტზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1624528501
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ვაქცინაციის პროცესში შექმნილი შეფერხების შესახებ განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, საკითხს უკვე სწავლობს აუდიტის სამსახური და NCDC მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს.

„არაფერი არ გამქრალა და არაფერი აღმოჩენილა. გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იმასაც, რომ არის დეფიციტური ხარჯვა.

სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას და დღესაც გახლდნენ ჩვენთან, ხოლო თვითონ აუდიტის სამსახური ჩვენთან სხვადასხვა პროგრამებს სწავლობს. თვითონ ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს პირველად, დილით 10:00 საათზე იყო ჩვენთან.

მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია და ნახავენ. თუ ნახეს რამე დანაკლისი, მერე ვილაპარაკოთ მაგაზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფექციონისტის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზების დეფიციტი მოწოდების შეფერხება გამოიწვია.

„არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის. საქმე იმაშია, რომ „კოვაქსიდან“ ჩვენ ორჯერ მოგვეწოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ერთი იყო 13 მარტს 43 200 და მეორე, აპრილში - 3200 და მესამე პარტია უნდა შემოსულიყო მაისის შუა რიცხვებში, შემდეგ გადაიწია ივნისის დასაწყისში და შემდეგ უნდა ჩამოსულიყო 22 ივნისს.

იმის გამო, რომ 22 ივნისს ვერ მოხერხდა მისი მოწოდება და ამის მიზეზი გახდა იმ ქარხნიდან მოწოდების შეფერხება, აღმოჩნდა გარკვეული დეფიციტი იმ რაოდენობით, რაც განვაცხადე, 4-დან 5 ათასამდე.

სამწუხაროდ, ამის გამო გავუუქმეთ ადამიანებს „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია და შევთავაზეთ სხვა ვაქცინები, ხოლო მეორე დოზის გაკეთების საშუალება მივეცით ადამიანებს, რომელთა პირველი დოზით ვაქცინაციიდან უკვე გასულია 10-დან 12 კვირამდე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს შესაბამის კლინიკებში მარაგის არ არსებობის გამო, „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით რამდენიმე ასეული ადამიანი ვერ აიცრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ვაქცინისთვის მოხუცები თაკარა მზეში რომ იდგნენ, აქაც „ნაცები“ მოვიდნენ და მოიპარეს დოზები?“ - ელისაშვილი

⭕ ჯანმომ მოზარდებისთვის BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

⭕ „ვაქცინები ჯადოქრობა არ არის, ამ პანდემიიდან გასასვლელი გზა კიდევ რჩება“- The Guardian