მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბატონმა ზურაბმა სულ რომ ციხეში გამიშვას, იქიდანაც ვიტყვი, პირბადეები ვატაროთ“ - თენგიზ ცერცვაძე

ლელოს ლიდერი და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის გენერალური დირექტორი
1624278940
COVID-19

ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს პასუხობს.

ცერცვაძე ამბობს, რომ ის განცხადებები, რომელსაც ის მკაცრი შეზღუდვების დროს აკეთებდა, მოზომილი იყო და არა მარგინალური.

თავის მხრივ ზურაბ ჯაფარიძემ ცერცვაძეს განუცხადა, რომ ის იყო ერთ-ერთი მთავარი და გავლენიანი ფიგურა, რომლის განცხადებებსა და რეკომენდაციებსაც ხელისუფლება ითვალისწინებდა.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, გაცილებით უფრო მძიმე იყო შეზღუდვები ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში.

„ყველა განცხადება, რაც მაშინ გავაკეთე, მიმაჩნია რომ სწორი იყო. თუ ის არ გამოდგა სწორი, არ მგონია ამისთვის ვინმე დასაჭერი იყოს. რაც მე ვთქვი ყოველთვის ზომიერი იყო, არასდროს ყოფილა რადიკალური და მარგინალური. ბატონი ზურაბ ჯაფარიძე ამბობდა, რომ ჩემს განცხადებას გქონდა გავლენა და სხვებისას არა.

შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ გაცილებით უფრო მძიმე იყო ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ვიდრე ჩემთან. ჩვენი შეზღუდვები ყველა შემთხვევაში იყო რბილი, ვიდრე სხვისი. თურქეთში რამდენი ჩვენი მოქალაქეც ჩავიდა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენთან საქართველოში სამოთხე ყოფილაო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება პირბადეების ტარებას, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ დადგა დრო, როცა გარე სივრცეში, შესაძლოა, პირბადეების გამოყენება მოიხსნას.

„მე ვამბობ ახლა, რომ დადგა დრო, როდესაც ღია სივრცეში პირბადეები შეიძლება მოიხსნას. დახურულ სივრცეში უნდა დარჩეს. კომენდანტის საათზეც ნახეთ ჩემი ბოლო დღეების განცხადებები. ვამბობ, რომ მიმაჩნია დადგა დრო, განვიხილოთ მისი მოხსნის საკითხი. გადაწყვეტილებას სხვა იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მესამე ტალღას არ ჩაუვლია.

მარტო ისრაელია ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ღია სივრცეში მოხსნა პირბადეები. დახურულ სივრცეში არ მოუხსნიათ. მართლა ციხეში, რომ გამიშვას ბატონმა ზურაბმა ციხიდანაც ვიტყვი, რომ პირბადეები უნდა ვატაროთ. ეს არის დღეს ერთადერთი გზა გადარჩენისკენ, სანამ ვაქცინაციით მივიღებთ იმუნურ ფენას“, - აღნიშნა ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „კომენდანტის საათის“ გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს

🔴 „ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“ - ამირან გამყრელიძე

🔴 საქართველოში კოვიდვაქცინის ორი დოზით 82 189 ადამიანია აცრილი