მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 455 ადამიანი აიცრა

აცრა
1623138769
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5 455-მა ადამიანმა გაიკეთა.

8 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 178 738 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 51 248 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1023 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 510 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 350428-ს შეადგენს, ხოლო სულ 335029 გამოჯანმრთელებულია პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,47%, ბოლო 14 დღის - 2,81%, ბოლო 7 დღის - 2,92%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅საჭიროა თუ არა ტესტირება COVID 19–ის ვირუსზე, თუ ვაქცინირებული ხართ?

✅„მალე დასახელდება თარიღი, თუ როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა“- თამარ გაბუნია

✅კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შეიძლება წლების განმავლობაში იცავდეს ადამიანს -The New York Times