მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკის“ ვაქცინაზე 5 370 პირია დარეგისტრირებული

ჩინური ვაქცინა სინოვაკი
1621592547
COVID-19

„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის გახსნიდან 2 საათის განმავლობაში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა.

ვაქცინაცია 24 მაისიდან დაიწყება.

„სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა.

ინფორმაციისთვის, „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო.

საქართველოში „სინოვაკის“ 100 ათასი დოზაა. ის ავტორიზებულია ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ.

„სინოვაკით“ აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 რამდენი პროცენტით იცავს „სინოვაკი“ ადამიანებს?

👉 საქართველოში კოვიდვაქცინით 105 500 აცრა ჩატარდა

👉 რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“ ვაქცინა?