მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1627202064
COVID-19

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში, ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი თმით, მოქალაქეებმა კიდევ უფრო ყურადღებით უნდა გაითვალისწინონ ის რეგულაციები, რომელიც დღეს არის ქვეყანაში.

„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება. ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ძალიან სერიოზულია. დაახლოებით 24000-მდე აქტიური შემთხვევაა დილის მონაცემებით. საავადმყოფოების გადატვირთვა სახეზეა უკვე და ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მოსახლეობამ და ჩვენ ერთად დავიცვათ რეგულაციები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 654 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 373 088-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 688 პირი ემსხვერპლა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.3 %.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“

👉 იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება?