მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთი ახალშობილი გარდაიცვალა, 2 ჩვილის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა“ - დავით რეხვიაშვილი

პისიარ ტესტირებით დადგინდა რომ 1 პაციენტთან არის დელტა შტამი და ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან
1626428253
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა COVID 19-ით გარდაცვლილი ჩვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც ის აღნიშნავს, თვემდე ასაკის პაციენტი ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რაც გამოწვეული იყო კორონავირუსის ბრიტანული შტამით.

„სამწუხაროდ კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, იყო თვემდე ასაკის რომელიც ინფიცირებული იყო ალფა ბრიტანული შტამით, სამწუხაროდ გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩართული იყო მთელი სამედიცინო საზოგადოება, არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის, არამედ ქვეყნის სამედიცინო ბორდი, მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა.

კლინიკაში პაციენტი შემოიყვანეს 5 დღის ასაკში, მალევე მოხდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ჩამოყალიბება, ძნელად ემორჩილებოდა მკურნალობას და საბოლოო ჯამში, 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

დანარჩენი 2 პაციენტის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავდოთ დადებითი შედეგი, თუმცა აქაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, რაიმე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. ერთს ინდური, მეორეს კი ბრიტანული შტამი აქვს“- განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

✅რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი? - BBC

✅„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times

✅რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

✅კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შეიძლება წლების განმავლობაში იცავდეს ადამიანს -The New York Times