მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯანმომ რომ არ მისცეს ავტორიზაცია „სინოფარმის“ვაქცინას, მერე რას ვუშვრებით?“- ვატო სურგულაძე

ვატო სურგულაძე
1617621793
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე აღნიშნავს, რომ თუ ისევ წავა ვირუსის მესამე ტალღა, რეალურად ეკონომიკური კოლაფსი გვექნება.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას და განაცხადა, რომ „სინოფარმის“ შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა.

„ინფორმაცია ჩინური ვაქცინის შესახებ არის ძალიან ცოტა, არ ვამბობ, რომ ეს ცუდი ან კარგი ვაქცინაა ამის საფუძველი არ გვაქვს.

სხვადასხვა მონაცემები არის „სინოფარმის“ ეფექტიანობის მაგალითად ბრაზილიასა და თურქეთში, გარდა ამისა ფასიც ძალიან საინტერესოა. უნგრეთმა 36 დოლარად იყიდა 1 დოზა, როცა „მოდერნა“ აღარ ღირს ეს ფასი და იგივე „სინოფარმი“ ლაოსს და ტაილანდს მიჰყიდეს 5 დოლარად.

ჩინეთის ელჩი ამბობს არ ვარ აცრილიო, ბევრი შეკითხვებია, როგორც სამედიცინო, ასევე, სხვა სახის.

ის ანტივაქსერული განწყობა, რომელიც საქართველოშია, ჩვენმა მოსახლეობამ ბრიტანულ-შვედურ ვაქცინას, რომლის შექმნაშიც მონაწილეობდა, ფაქტობრივად, უარი თქვა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ჩინურმა ვაქცინამ მოიპოვოს პოპულარიზაცია.

შეიძლება მოიპოვოს, მაგრამ დასჭირდება დიდი შრომა. ვინაიდან დიდი დეფიციტია ვაქცინების, შესაძლებელია აღიაროს ჯანმომ სინოფარმის ავტორიზაცია, მაგრამ რომ არ მისცეს, რას ვუშვრებით ამ 200 ათას ვაქცინას? ვჩუქნით, ვყიდით თუ არის გეგმა შემუშავებული?

ეს არის სახელმწიფო მართვა, ესაა მენეჯმენტი, უნდა გაიაზრო ძალიან ბევრი ვარიანტი.

თუ ისევ წავა მესამე ტალღა, რეალურად ეკონომიკური კოლაფსი გვექნება, გაღარიბებამ შეიძლება გამოიწვიოს სოციალური აფეთქება, რაც ყველაზე ცუდი იქნება.

მე მომხრე ვარ მკაცრი რეგულაციების დაცვის“- განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სინოფარმის ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

ქვეყანა ჩინეთის მთავრობისგან, ასევე, ელოდება „სინოვაკის“ ვაქციანას, მას ქვეყანა უსასყიდლოდ მიიღებს.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ივანე ჩხაიძე: მტკიცება, რომ მესამე ტალღა დაწყებულია, არ შეიძლება

✔️„ჩინური ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია“- ლი იენი

✔️ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 758 ადამიანი აიცრა