მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯონსონი და ჯონსონი“: ჩვენი ვაქცინის მეორე დოზა 9-ჯერ მეტად აძლიერებს ანტისხეულებს

ჯონსონი და ჯონსონი
1629892652
COVID-19

„ჯონსონ და ჯონსონის“ კომპანიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვაქცინის ბუსტერული დოზა საზოგადოებას ანტისხეულებს ცხრაჯერ უფრო მეტად უზრდის. ინფორმაციას USA TODAY ავრცელებს.

„ჯონსონი და ჯონსონის“ მიერ ჩატარებული კვლევები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აშშ-ის ჯანდაცვის სექტორმა აღნიშნა, რომ მომავალ თვეში Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზას შესთავაზებენ საზოგადოებას.

„ჯონსონ და ჯონსონის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვლევების მიხედვით, მათი ვაქცინის ბუსტერულმა დოზამ აჩვენა „მკვეთრი და ძლიერი ანტისხეულების ზრდა, ცხრაჯერ მეტი ვიდრე პირველადი ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ 28 დღის განმავლობაში“.

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანია კორონავირუსის დელტას წინააღმდეგ და გაზრდილი მოთხოვნილებაა ასეთი გამაძლიერებელი დოზების, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინები მაინც გადამწყვეტი იყო ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.

CDC–ის კვლევა, აჩვენებს, რომ ვაქცინებისგან დაცვა დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს, რადგან გადამდები დელტა შტამის ვარიაცია იზრდება. მას შემდეგ რაც დელტა გახდა დომინანტური შტამი აშშ-ში, ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა 91% -დან 66% -მდე შემცირდა.

CDC–ს მეორე კვლევამ აჩვენა, ჰოსპიტალიზაცია მნიშვნელოვნად დაბალი იყო მათთვის, ვინც იყო აცრილი. არავაქცინირებული ადამიანები 29-ჯერ უფრო მეტი იყვნენ გადაყვანილი საავადმყოფოში, ვიდრე ვაქცინირებულები.

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სექტემბერში საქართველოში შესაძლებელია „ჯონსონი და ჯონსონის“ 50 ათასი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გერმანიის დახმარებით შემოიტანონ.

იხილეთ აგრეთვე:

📢„ახლა რომ პოლიტიკური განცხადებები დავიწყო, საქმეს, რასაც დღეს ვაკეთებ, ვინ გააკეთებს? მოდით რა, დამანებეთ ამ მხრივ თავი“ - ამირან გამყრელიძე

📢„ვაქცინას კავშირი არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან, ის გვიცავს კოვიდ ინფექციისაგან და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში“ - მეუფე საბა (ვიდეო)

📢„არაერთი ადამიანის სიცოცხლეა მათ სინდისზე, რომელთაც შეეძლოთ უფრო ადრე აცრილიყვნენ“ - ზურაბ გურული