მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1632042201
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში არსებულ ეპიდსიტუაციასა და აცრების მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, აცრების მაჩვენებელმა იკლო.

ამასთან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ ვერ ავწევთ აცრების მაჩვენებელს ინფიცირების მაღალ ციფრზე დავრჩებით.

„ბოლო სამი დღეა აცრების მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი არ უმჯობესდება, 47 %-ზე იყო ასული და ბოლო მონაცემებით, ისევ 43 %-ია. ეს არის საშიში ტენდენცია. თუ ჩვენ ვერ ავწიეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, თუ ვერ ავწიეთ აცრების მაჩვენებელი, სამწუხაროდ ისევ მაღალ ციფრებზე დავრჩებით. მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი, სექტემბერ-ოქტომბერში ავცრით სულ მცირე 600-700-800 ათას ადამიანს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „დასაშვებია კორონავირუსის მე-5 და მე-6 ტალღაც იყოს“

👉 კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს

👉 „არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის დასრულდება“

👉 „მოსახლეობის დაახლოებით 15%-მდე შეიძლება კოლექტიურმა იმუნიტეტმა დაიცვას“