მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება“ - თამარ გაბუნია

„შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება“
1631178877
COVID-19

„სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი ციფრი 60 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება.

„დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილიანობაც უფრო მეტი არის 60 წელს ზემოთ პირებში. ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ მოქალაქეებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად ჩვენ შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ.

პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს, იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. შემდეგი ტალღა იქნება რეალურად კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.

„ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის და ცვლილებების პირობებში, ამდენად, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია სხვა ტალღაც იყოს. ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მზად. ჯერჯერობით, რთულია ამაზე საუბარი. ეს არ იქნება მოკლე მომავალში მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას. ეს უფრო მოსალოდნელია ახალი წლის შემდეგ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „დიღმის საველე ჰოსპიტალი თითქმის 10 დღეა გაჩერებულია“ - თამარ გაბუნია

👉 „რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“