მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მინისტრებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა, 20-30 დოზა დანაკლისი არ იქნება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ექიმი-იმუნოლოგი
1615882243
COVID-19

„მე ვფიქრობ, რომ მინისტრებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა. მინისტრთა კაბინეტს ემეტებათ 20-30 დოზა, არ იქნება ეს დანაკლისი ვაქცინაციის პროცესისთვის, ამიტომ აუცილებელია პირველმა პირებმა გაიკეთონ ვაქცინა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ეს საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუწყობს.

„ამას ექნება იმხელა ძალა, რომ ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან წინ წაწევს ვაქცინაციის პროცესში. ამიტომ ყველას ვთხოვ, რაციონალური გადაწყვეტილებების განხორციელება დროულად განახორციელონ“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ საზოგადოებაში კითხვები არსებობს, პრობლემას ვერ ხედავს, რომ უახლოეს მომავალში გაიკეთოს ვაქცინა.

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ერთ დღეში სამედიცინო პერსონალის 500 წარმომადგენელი აიცრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ჯანდაცვის მინისტრი: პრობლემას ვერ ვხედავ, რომ უახლოეს მომავალში გავიკეთო ვაქცინა

„რაღაცის შემდეგ არ ნიშნავს რაღაცის გამო“ - პაატა იმნაძე ვაქცინირებული პირების გარდაცვალებაზე

„ეპიდსიტუაცია თუ სტაბილური იქნება, შემდგომ ეტაპზე, „კომენდანტის საათის“ მოხსნაც განიხილება“ - გამყრელიძე