მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეგულაციების შემსუბუქება ვიჩქარეთ“ - გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1626432232
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მხოლოდ მათრახი და შოლტი არ მუშაობს, რადგან მოქალაქეების პასუხისმგებლობაა საჭირო იმისთვის, რომ ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელება არ მოხდეს.

როგორც ვებინარზე გამყრელიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, მხოლოდ იმუნიზაციის პროცესი შეაჩერებს ინფიცირების მზარდ სტატისტიკას და პანდემიას.

„უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, მარტო მათრახი და შოლტი არ მუშაობს. მოვუწოდებ მშობლებს, რომ აიცრან რათა პატარებს არ მიუტანონ ვირუსი. სტუდენტებს და ლექტორებსაც მოვუწოდე. სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაღალი, რომ ერთმანეთს არ გადავდოთ ვირუსი. მხოლოდ აცრა შეაჩერებს პანდემიას ამ ქვეყანაში“, - აცხადებს გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგულაციების მოხსნა დაჩქარებული წესით მოხდა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ რეგულაციების შემსუბუქება. სამედიცინო მხარე უფრო მკაცრები ვართ, ვიდრე ეკონომიკური. გვესმის, რომ ეს ეკონომიკურად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. შეზღუდვების მოხსნას მთელი რიგი მიმართულებით იყო დაჩქარებული“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ აიცრან იმ ვაქცინებით, რომელიც ქვეყანაშია შემოტანილი.

ამავე თემაზე:

🔴 „ერთი ახალშობილი გარდაიცვალა, 2 ჩვილის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა“ - დავით რეხვიაშვილი

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 448 ადამიანი აიცრა

🔴 1653 ინფიცირება, 466 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში