მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეკომენდებულია თუ არა კოვიდვაქცინაცია ფეხმძიმე და ონკოლოგიური პაციენტებისთვის? - NCDC-ის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
1617279854
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრიფინგზე გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, არის თუ არა რეკომენდებული კოვიდვაქცინაცია ფეხმძიმე და ონკოლოგიური პაციენტებისთვის.

„ორსულების ვაქცინაციის შესახებ, დღევანდელი მონაცემებით, არცერთი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის კვლევები ორსულ ქალებზე არ არის ჩატარებული.

თუმცა, ჩატარებულია ცხოველებზე და არ გამოვლენილა ტერატოგენული რეაქციები და რისკებს ცხოველთა პოპულაციაში არ მოიცავს, თუმცა ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული არ არის, შესაბამისად ორსული ადამიანების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.

თუმცა, თუ შემთხვევით მოხდება აცრა ორსულობისას, (როდესაც ქალმა ჯერ არ იცის მისი ფეხმძიმობის შესახებ) ეს არ იქნება ორსულობის შეწყვეტის გამომწვევი მიზეზი.

რაც შეეხება ონკოპაციენტებს, იმ კატეგორიას, რომელსაც აქვთ დაავადება კოვიდის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკით, თავის წამყვან ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს მათი დროული ვაქცინაცია უსაფრთხო გარემოში და შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვაც დროულად განხორციელდება,“ - აღნიშნა მან.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔻 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 075 ადამიანი აიცრა

🔻 კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 129 მილიონს გადააჭარბა

🔻 NCDC: საქართველოში კოვიდვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები 27 ადამიანს განუვითარდა

🔻 რომელი ჯგუფები შეუერთდებიან ვაქცინაციის პროცესს? - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება