მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე

„რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“
1631113008
COVID-19

„რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი ნომერ პირველი რეკომენდაცია არის აცრებში აქტიური მონაწილეობა, უნდა ავიდეთ დაახლოებით 30-35 ათას აცრაზე. ისევ დაიწია აცრების რაოდენობამ, 22-23 ათასზე ჩამოვიდა და ეს ძალიან ცუდია.

უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი მოწამებრივი სიკვდილით იხოცებიან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დავდებთ ყველა კადრს და სურათს ნებისმიერი კლინიკიდან, აქედან გამომდინარე, მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაითავისოს, ვირუსი არსად წასულა, ის კიდევ მძვინვარებს და ძალიან ბევრ უარყოფით შედეგს გამოიწვევს“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, არსებული სიტუაცია დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, კორონავირუსი არსად წასულა და ისევ მძვინვარებს.

„აღნიშნული ციფრები პირადად, როგორც ჯანდაცვის ექსპერტს, არანაირი დამშვიდების საფუძველს არ მაძლევს იმიტომ, რომ ეს ციფრები არ არის დასრულებული. ჯერ არ დასრულებულა აგარაკის სეზონი და ადამიანების იმ რაოდენობას არ აქვს ტესტირება ჩატარებული, რომელიც რეალურ სურათს მოგვცემს.

გარდაცვალების რაოდენობამ შედარებით დაიკლო, მაგრამ არც ეს არის კარგი მონაცემი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს მონაცემი არ ასცდეს 20-25 ერთეულს. ყველაზე მძიმე, რაც არის ჩვენთვის ეს არის თითოეული ადამიანის დანაკარგი. რეალურად დღეს პაციენტი, რომელიც მძიმდება არასასურველი შედეგით მთავრდება მისი მკურნალობა“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ჯანდაცვის ექსპერტმა, ასევე, ყურადღება კორონავირუსის ახალი ვარიანტის „მიუს“ შესახებ გაამახვილა.

„მიუ“ შტამი კორონავირუსის მუტაციური ვარიანტია. მას ჯაჭვური გავრცელება, გადაცემის დიდი ინტენსივობა ახასიათებს, მაგრამ დღეს ისეთი რაოდენობა არ არის, რომ საშიშროება გამოიწვიოს.

რაც შეეხება საქართველოში გავრცელებას, თუ მთელ დედამიწაზე გავრცელდა, ჩვენც, რა თქმა უნდა, არ ჩამოვრჩებით ამ ამბავს, ქართველები როგორ ვიკადრებთ იმას რომ რამეს ჩამოვრჩეთ?! შემოვა, მაგრამ უნდა გავიზიაროთ სხვების გამოცდილება, ვაქცინაციის შედეგი როგორი იქნება ამ შტამთან და რა ბრძოლისუნარიანობას გამოიჩენს ვაქცინა.

ბიოლოგიურად ახალი გენური მუტაციები წარმოიშვება და ამას ვერანაირად ვერ შევაჩერებთ, დღეს ვამბობთ მიუს ხვალ ვიტყვით - X, Y, Z-ს. ჩვენ ვიმყოფებით ბიოლოგიური მუტაციების ფაზაში და ახალი ვარიანტების გამოჩენა სიახლეს არ წარმოადგენს“, - აცხადებს ტაბიძე.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, საქართველოსთვის ყველაზე მძიმე მაინც მეოთხე ტალღა აღმოჩნდა.

„ჯერ მეხუთე ტალღა, რა თქმა უნდა, არა რის, ახლა ვართ მეოთხე ტალღის პიკზე. მეხუთე ტალღასთან მიმართებაში შესაძლებელია ერთი რამის თქმა - თუ დაცული იქნება რეკომენდაციები, იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპი, ჩვენ მომზადებული დავხვდებით იმ რომელიღაცა მეხუთე ტალღას, არ ვიცით ეს მეხუთე ტალღა რა ფორმით შემოვა, ესეც უცნობია, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდი მეოთხე ტალღა გამოდგა. ამ მეოთხე ტალღამ დიდი რაოდენობით ადამიანების სიცოცხლე წაგვართვა და პლუს ყველაზე მთავარი, რაც არის - ეს ვირუსი გაძლიერდა ბავშვებში და ორსულებში. სწორედ ეს არის ამ ვირუსის ვერაგობა“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის ექსპერტმა ყურადღება ორსულების სავალდებულო ვაქციანაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა:

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ორსულების აცრა უნდა იყოს არც მეტი, არც ნაკლები, სავალდებულო. ყველა გინეკოლოგმა უნდა გაითვალისწინოს ეს. ყველა ორსული უნდა იყოს აცრილი, რადგან, 2 ადამიანის სიცოცხლეს დავიცავთ - ორსულის და მუცლად მყოფი ნაყოფის“.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 შესაძლებელია „მიუს“ ვარიანტი საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი

👉 „სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი C.1.2 გამოვლინდა“

👉 რატომ არის კარგი გახანგრძლივებული ინტერვალი „ფაიზერის“ ორ დოზას შორის?