მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თითქმის ყველა აიცრა, ვისაც კი შეხება აქვს ვაქცინაციასთან, იმუნიზაციასთან და ამ საკითხებში ღრმად ერკვევა“ - იმნაძე

იმნაძის კომენტარი
1615841157
COVID-19

„დღეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 660-ზე მეტი მუშაკი აიცრა,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის განცხადებით, ეს წელი ნამდვილად იქნება ვირუსის დამარცხების წელი.

„დღეს, საქართველოში, ვისაც კი შეხება აქვს ვაქცინაციასთან, იმუნიზაციასთან და ამ საკითხებში ღრმად ერკვევა, თითქმის ყველა აიცრა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო. მედპერსონალის აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარეობს. პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

⭕ „ვაქცინა გავიკეთე, ამაში საშიში არაფერია“ - იმნაძე

⭕ „რაღაცის შემდეგ არ ნიშნავს რაღაცის გამო“ - პაატა იმნაძე ვაქცინირებული პირების გარდაცვალებაზე

⭕ „თუ წლის ბოლომდე 1,7 მლნ ადამიანს ავცრით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით“ - ამირან გამყრელიძე

⭕ „ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერს“ - მარინა ეზუგბაია