მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ჩინური ვაქცინა ჯანმო-სგან ავტორიზაციას ვერ მიიღებს, აზერბაიჯანს ან თურქეთს ვაჩუქოთ“ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1617366369
COVID-19

„შემოვიტანოთ, დავასაწყობოთ, რომ არ იყოს წყვეტა, მაგრამ აუცილებელია დაველოდოთ, სანამ ჯანმო-სგან მიიღებს ავტორიზაციას. თუ არ მიიღებს ამ ავტორიზაციას, იმის გამო რომ კითხვებია, მაშინ ვაჩუქოთ აზერბაიჯანს, ან თურქეთს“, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ სატელევიზიო ეთერში ჩინურ ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ეს მეგობრული ჟესტი იქნება.

„ბევრი რაღაც გაუკეთებია ჩვენთვის აზერბაიჯანს, ბევრი რაღაც გაუკეთებია თურქეთს და ეს იქნება ის ჟესტი... ამ შემთხვევაში ვირუსს ყველა ერთად ვებრძვით“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

ამ დროისთვის ქვეყანაში აცრის პროცესი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა საქართველოში 3 აპრილს შემოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კვირის ბოლოს ველოდებით ჩინურ ვაქცინას“ - ჯანდაცვის მინისტრი

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 55 წელს ზემოთ პირებს დღეს 18:00 საათიდან შეეძლებათ

ახდენს თუ არა გავლენას ვაქცინა შვილოსნობაზე - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი