მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“ - ივანე ჩხაიძე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1626545264
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს მასობრივი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ბოლო პერიოდში ბავშვებში გაზრდილი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია.

ყველა ის ბავშვი, რომელიც დღეს ინფიცირებულია, ინფიცირებულია არა იმიტომ, რომ მან სკოლაში ან ბაღში მიიღო ეს ინფექცია, ინფიცირებულია იმიტომ, რომ ოჯახის წევრებისგან გადაედო კორონავირუსი. ეს კიდევ ერთი მოტივია ვაქცინაციის ჩატარებისთვის. თქვენ არა მხოლოდ თქვენი თავისთვის, არამედ თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის იკეთებთ ამ ვაქცინას“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 363 318-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 386 195-ს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

🔴 „საგანგაშო სიგნალია, რომ იმატებს ინფიცირებული ბავშვების რიცხვი“

🔴 იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება?

🔴 „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“