მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა დაკარგული დღე არის ინფიცირების გაზრდილი რისკი“ - ივანე ჩხაიძე

„მილიონი დოზა ვაქცინა, იქნება საფუძველი მასობრივი იმუნიზაციის დაწყების“
1626329446
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ფაიზერზე მოთხოვნა დიდია, თუმცა მკვეთრად გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა.

„ჯამურად, ველოდებით 3,2 მილიონ დოზა ვაქცინას. საქართველოში ფაიზერის მილიონი დოზა შემოვა. ეს 500 ათასი ადამიანის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი. საქართველოს ყველა მოქალაქე ვერ აიცრება ფაიზერის ვაქცინით.

მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მკვეთრად გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელი არჩევანს არ გვიტოვებს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მირჩევნია გავჩერდე და ფაიზერის ვაქცინა შემოვა დამატებით ქვეყანაში და ავიცრები. საუბარია იმაზე, რომ ყველა დაკარგული დღე არის ინფიცირების გაზრდილი რისკი. უნდა გამოვიყენოთ, უნდა დავრეგისტრირდეთ იმ ვაქცინაზე, რომელიც ხელმისაწვდომია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა 2 ივლისს შემოვიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინაც.

საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა 14 ივლისს მიიღო. ფაიზერთან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება?

👉 „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“