მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიზა იასკო საქართველოშია - სააკაშვილის მეუღლე რუსთავის ციხეში მივიდა

სააკაშვილის მეორე მეუღლე

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე საქართველოში ჩამოვიდა. იგი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქმრის სანახავად მივიდა.

ლიზა იასკოს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ლიზა იასკომ უკრაინიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ საქართველოში მალე ჩამოვიდოდა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „სააკაშვილის განაჩენები აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში“ - თეა წულუკიანი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება