მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

უკრაინის რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას სთხოვენ. ისინი საქართველოში სპეციალურ მიმართვას აგზავნიან, - მიმართვას ГОРДОН ავრცელებს.

„ჩვენმა ორმა ერმა იცის თავისუფლების უმაღლესი ფასი და მზადაა ის სიცოცხლის ფასად, უყოყმანოდ დაიცვას. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედაა ფესვგადგმული ჩვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით, ღრმად ვართ შეშფოთებულები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარება“, - განაცხადეს დეპუტატებმა.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვა უკრაინის უფლება და ვალდებულებაა, რომლის მოქალაქეც ის 2015 წლიდან არის.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ, მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად ემუქრებოდა. სასწრაფოდ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მაღალი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების სათანასოს დაცვის აუცილებლობით, მოგიწოდებთ: სასწრაფოდ მიაწოდოთ მიხეილ სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, რაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, რათა მიხეილ სააკაშვილს შეეძლოს თავისუფლად მოიპოვოს სათანადო საკონსულო და სამართლებრივი დაცვა, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ის უკრაინაში“, - ნათქვამია მიმართვაში.

დოკუმენტს ხელს რადას 89 დეპუტატი აწერს, მათ შორის არიან ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და ლიზა იასკო, ასევე, სიაში არიან ფრაქცია „ხმა!“-სა და „ბატკივშჩინას“ წარმომადგენლები.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილი გაიყვანეს და ის აქ აღარ არის.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ - სააკაშვილი

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი