მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს ელჩი უკრაინაში

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ავრცელებს.

ინფორმაცია მედიას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ მიაწოდა.

მისი განცხადებით, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა უნდა განმარტოს ოფიციალური ინფორმაცია სააკაშვილის დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ.

„ჩვენ მედიაში ვხედავთ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების შესახებ. უკრაინაში საქართველოს ელჩი მოწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად აღნიშნული დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ“, - განაცხადა ნიკოლენკომ.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

დაახლოებით, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „სააკაშვილი დაკავებულია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „ორი დღეა არ მინახავს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე