მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მომწონს და არ მჯერა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს“ - ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე

პარტია გირჩის ლიდერი

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს ვერ განმუხტავს.

მისივე თქმით, ხელმოწერამდე კონსულტაციებს გაივლის.

„ზოგადად დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა და არც ამაზე მჯერა. თუმცა აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი უფრო კარგად არის გაწერილი.

ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს. ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო, მოვიფიქროთ და მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები, რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე პარტიაში, მქონდეს კონსულტაციები, სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამისა შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ახალ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ამავე თემაზე:

🔴 „მელია და რურუა საპატიმროს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში დატოვებენ“ - დავით ბაქრაძე