მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მოსკოვში ისწავლა, ახლა ბურჯანაძე გვერდზე უზის და ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას აპროტესტებს - თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიაზე

იურისტი თამთა მეგრელიშვილი, სამოქალაქო მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია Pia.ge

„ლაკა, სინდისი აღარ შეგრჩა? მაგრამ საიდან სინდისი“, - ამ სიტყვებით მიმართავს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სამოქალაქო მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელს ელენე ხოშტარიას.

„ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი! ეს ხალხი არის საშიში! ეს ხალხი არის ჩვენი ქვეყნის რეგრესის გარანტი! მოსკოვში ისწავლა, ახლა ბურჯანაძე გვერდზე უზის და ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას აპროტესტებს!
ლაკა, სინდისი აღარ შეგრჩა? მაგრამ საიდან სინდისი...“, - ამბობს თამთა მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. მან განაცხადა, რომ დაბადების დღის აღნიშვნას აპირებს და მისი ვიზიტი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის.

სასტუმრო „ვინოტელთან“ კი სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები რუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🛑 „ვინოტელში“ შრომის ინსპექცია და შსს შედის

🛑 ავიწყდებათ, რომ თავად სააკაშვილი იწვევდა პოზნერს, ნიკიტა მიხალკოვს, ქსენია სობჩაკსა და სხვებს საქართველოში და მათთან ერთად ქეიფობდა - გია აბაშიძე

🛑 „ნაცებო, ახლა არ მოგწონთ ამერიკის მოქალაქე პოზნერი, ხომ?“ - ზურაბ ქადაგიძე

🛑 სანამ ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას გააპროტესტებთ, თქვენი პარტიის წევრის, რუსეთის მოქალაქე ჩომახიძის წაყვანა არ დაგავიწყდეთ - ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობას