მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის საკითხი გამოსასწორებელია“ - ბოკერია შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე

ევროპული საქართველოს ლიდერი

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კარგი პროგრესია, თუმცა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა გამოსასწორებელია.

ბოკერიას თქმით, დოკუმენტში მკაფიოდ არის მოცემული, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საკითხი ერთნაირად უნდა გადაწყდეს.

„კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, თუ ვინმე სრულიად არაანორმალურ ინტერპრეტაციას არ აკეთებს მთავრობიდან ძალიან მკაფიოა. ერთი და იგივე შედეგით რურუასა და მელიას გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია და ძალიან კარგია, რომ ეს ამ დოკუმენტში მოცემულია.

წინა დოკუმენტისგან განსხვავებით საუბარი გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენთვის მიუღებლად რჩება რა ტესტით მივდივართ, ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხია გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში და ის მისაღები გახდება ავტომატურად.

ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ შეხვედრა იყო დანიშნული და ხალხი ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია, არ გამოცხადდნენ შეხვედრაზე“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ახალ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ამავე თემაზე:

🔴 შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს

🔴 „მელია და რურუა საპატიმროს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში დატოვებენ“ - დავით ბაქრაძე