მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მდგომარეობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება და მალე მისი სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა“ - ადვოკატი

„სააკაშვილის ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია“

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს.

ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი გლდანის ციხეში ლიკვიდაციისთვის გადაიყვანეს.

„მიხეილ სააკაშვილი არ იღებს არანაირ პრეპარატებსა და მედიკამენტებს, ის მხოლოდ იღებს იმ აბებს, რომელიც დანიშნული ჰქონდა მისი ჰოლანდიელი ექიმისგან ჯერ კიდევ 1 წლის წინ. მდგომარეობა, როდესაც გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება და ძალიან მოკლე დროში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ აქ არის აბსოლუტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობა, აქ არ არის არანაირი უფლება გარანტირებული. მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია.

ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებაც დგას რისკის ქვეშ, როდესაც ჩვენ შევედით მთელი ციხე ადვოკატებსაც კი გვიწყობდა საშინელ ობსტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი მიმართული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც გადავიდნენ.

მათი სურვილი არის კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილისა და მისი დამცველების ანგარიშსწორება, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს არც რაიმე პრევენციის თავი და არც სურვილი. ეს არის კრიმინალის ხელახლა აღზევება ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მიმართულია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისთვის“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე