მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა, ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული“ - ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი

უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ლიზა იასკოს თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას და ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

როგორც საპატიმროში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ლიზა იასკომ მედიას განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ხმა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის არ დაიკარგოს.

„ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის შემდეგ ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. მე უკრაინელი ვარ, ქართველების არჩევანში ვერ ვერევი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ხმა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის არ დაიკარგოს.

მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს არამხოლოდ დიდი პოლიტიკოსია, არამედ უკრაინისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა. ის რომ უკრაინელი ადვოკატი ქვეყანაში არ შემოუშვეს, ასევე, ჟურნალისტი, რომელსაც სააკაშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადება სურდა, ქვეყანაში არ დაუშვეს, ეს არის კანონის უხეში დარღვევა“, - აღნიშნა ლიზა იასკომ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამავე თემაზე:

🔴 წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - კელი დეგნანი

🔴 „მივმართავ ივანიშვილს“ - სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

🔴 გლდანის ციხეში არ გადავა, ძალითაც რომ წაიყვანონ - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილზე

🔴 „დღევანდელ შეკრებაზე პროვოკაციები იქნება, ეცდებიან დაძაბულობის ფონი შექმნან“ - მამუკა მდინარაძე