მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში SWIFT-გან რუსეთის გათიშვა გადაიფიქრეს - babel.ua

swift-იდან რუსეთის შესაძლო გათიშვა

აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზე მუშაობას ასრულებენ. ის ამოქმედდება, თუ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს. სანქციები მსხვილი რუსული ბანკების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ის საფინანსო სისტემისგან,  SWIFT-გან რუსეთის გათიშვას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ babel.ua იუწყება. 

SWIFT-გან რუსეთის გათიშვის საკითხი ევროპის ქვეყნების მხრიდან აქტიური წინააღმდეგობის შემდეგ აღარ განიხილება. საქმე ისაა, რომ SWIFT-გან რუსეთის გათიშვა ნიშნავს, რომ ის მილიარდობით დოლარის კრედიტებს აღარ დაფარავს. 

„სანქციების მიზანია, რომ მან სწორედ რუსეთს მიაყენოს ზიანი, მაგრამ, ამასთანავე, გასათვალისწინებელია გლობალური ზარალი მათთვის, ვინც ამ სანქციებს აწესებს. რუსეთის გარდა, მან შეიძლება ევროპის ქვეყნებსაც დარტყმა მიაყენოს“, - განუცხადა Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ.

ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, რომლებიც სანქციების პაკეტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ, ის, პირველ რიგში, სახელმწიფო ბანკების წინააღმდეგ დაწესდება, ესენია VTB და „სბერბანკი“.

ეს ბანკები სექტორალური სანქციების ქვეშ უკვე არიან, რომლებიც რუსეთის მერი 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ მოქმედებს. სანქციები ამ ფინანსურ ინსტიტუტებს აშშ-დან კაპიტალის მოზიდვას უზღუდავს. რაც შეეხება ახალ სანქციებს, მას „ბევრად უფრო სერიოზული შედეგები“ ექნება. 

გარდა ამისა, სანქციები რუსეთში წარმოებული გარკვეული ტექნოლოგიების და კომპონენტების ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. ასევე, ის კონკრეტული რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესდება.

ცნობისთვის, 11 თებერვალს აშშ-ის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, რადგანაც ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ „შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს“. ამ განცხადების შემდეგ უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყნებმაც მოუწოდეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება“ - ანდრიუს კუბილიუსი

🔴 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 ზელენსკი: უკრაინა ნებისმიერი სახის „სიურპრიზისთვის“ მზადაა

🔴 თუ ზუსტად იცით, რომ რუსეთი 16 თებერვლამდე უკრაინაში შეჭრას აპირებს, გვითხარით - ზელენსკი

🔴 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას პანიკური ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

🔴 რუსმა დიპლომატებმა უკრაინის ტერიტორიის დატოვება დაიწყეს