მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ზუსტად იცით, რომ რუსეთი 16 თებერვლამდე უკრაინაში შეჭრას აპირებს, გვითხარით - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

„თუ  100%-იანი ინფორმაცია გაქვთ, რომ რუსეთი 16 თებერვლამდე უკრაინაში შეჭრას აპირებს, გვითხარით ამის შესახებ“, - ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას interfax.com.ua ავრცელებს. 

„დღევანდელ საინფორმაციო სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.  ჩვენ ვხვდებით, რომ რისკი არსებობს. ეს კარგად გვესმის. და თუ თქვენ 100%-იანი ინფორმაცია გაქვთ, რომ 16 თებერვლიდან დაწყებული რუსეთი შეტევას დაიწყებს,  მოგვაწოდეთ ეს ინფორმაცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დიპლომატიური გზა დეესკალაციის და დეოკუპაციის ერთადერთი საშუალებაა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კიევი აშშ-ის და მოკავშირეთა ინფორმაციას ითვალისწინებს.

„ჩვენ ამ ინფორმაციას ვითვალისწინებთ, მაგრამ ჩვენ მას ვაანალიზებთ. ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მტერს აწყობს, რადგანაც მისი მიზანია უკრაინაში პანიკის პროვოცირება. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება“ - ანდრიუს კუბილიუსი

🔴 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 ზელენსკი: უკრაინა ნებისმიერი სახის „სიურპრიზისთვის“ მზადაა

🔴 თუ ზუსტად იცით, რომ რუსეთი 16 თებერვლამდე უკრაინაში შეჭრას აპირებს, გვითხარით - ზელენსკი

🔴 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას პანიკური ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

🔴 აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში SWIFT-გან რუსეთის გათიშვა გადაიფიქრეს - babel.ua

🔴 რუსმა დიპლომატებმა უკრაინის ტერიტორიის დატოვება დაიწყეს