მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინა აქციოს საქართველოს მსგავს ქვეყნად“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა  რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ვითარებაზე  ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ქმედებების განსაზღვრა ძალიან რთულია და მას ნებისმიერ დროს შეუძლია, ომი დაიწყოს. 

ამასთან, კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ რუსეთს ომი ახლა არ აწყობს და შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს. 

„რუსეთს ხვალვე შეუძლია ომი დაიწყოს. რუსეთი დაელოდება, ალბათ ნატოს სამიტს მადრიდში, რათა შემდეგ ხელ-ფეხი თამამად გაეხსნას. აშშ-მა ძალიან ეფექტური სვლა გააკეთა და პრაქტიკულად ცეცხლს შეეწინააღმდეგა. რუსეთი მის მიერ დაგებულ ხაფანგში გაება. ამერიკამ იცოდა, რომ რუსეთი არ იყო დამწყები ომის. 

რუსეთის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინა აქციოს საქართველოს მსგავს ქვეყნად. ქვეყნად, რომელიც დაბეჩავებული და საკუთარი ჩრდილის მოშიშია. რას უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება დღეს? - ყველგან და ყოველ წუთს უნდა ამბობდეს, რომ საქართველო და უკრაინა ერთ სიტუაციაშია, ის რაც ხდება უკრაინაში, მოხდა 2008 წელს საქართველოში, რომ ეს არ არის რუსეთ-საქართველოს ან რუსეთ-უკრაინის პრობლემა. ეს არის რუსული იმპერიალიზმის პრობლემა და მგონი, მსოფლიო ჩვენზე უკეთ ხედავს უკვე ამას.

ჩვენი სიჩუმით ვაძლიერებთ რუსულ ნარატივს. როდესაც ჩვენ ვართ ჩუმად, ნატოსაც უჭირს ჩვენი დაცვა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია რომ გადადგას ნაბიჯები შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანების კუთხით. მეტი კონტაქტია საჭირო თურქეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან,  როდესაც პრეზიდენტი ერდოღანი იყო ჩასული უკრაინაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იქ უნდა ყოფილიყო და ერთად ემსჯელათ უსაფრთხოების საკითხებზე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

ამავე თემაზე: 

🔴 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

🔴 რუსეთი ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს 1945 წლის შემდეგ - ბორის ჯონსონი

🔴 „რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გეგმავს“ - იენს სტოლტენბერგი

🔴 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

🔴 „უფრო მეტად საკუთარ ხალხს ებრძვის პუტინი, ვიდრე უკრაინას ან ნატო-ს“ - კახა გოგოლაშვილი