მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მრავალრიცხოვანი აქცია ლარსზე შეიძლება, რაიმე პროვოკაციაში გადაიზარდოს, ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს - კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში პარტია „დროას“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დაანონსებულ საპროტესტო აქციას ეხმიანება და წერს, რომ აქცია არა ლარსზე, არამედ, მთავრობის სახლის წინ უნდა გაიმართოს.

კახა გოგოლაშვილი წერს, რომ საჭიროა ქვეყანაში შემოსულთა ნაკადის ლეგალური გზებით შეზღუდვა და არა ფიზიკური დაპირისპირებით:

„არ მესმის ლარსზე აქციის გამართვა რა მიზანს ემსახურება. რა, შემოსულ მიგრანტებს უნდა აუფრიალონ ტრანსპარანტები, აქ ნუ შემოდიხართ, არ გვინდიხართო? თუ აქციაა, მთავრობის სახლის წინ უნდა გაიმართოს თბილისში, რადგან სწორედ მთავრობას უნდა მოსთხოვო, რომ იმოქმედოს და არა რიგებში დგომისგან და ფეხით მრავალი კილომეტრის გავლისგან გაწამებულ, უძილო რუს „ტურისტ“-ლტოლვილს, რომელსაც თავისი გასჭირვებია.

მეორეც, მრავალრიცხოვანი აქცია ლარსზე, შეიძლება რაიმე პროვოკაციაშიც გადაიზარდოს. ანუ, უშუალოდ რუს ლტოლვილებთან რაიმე სახის შეხლა-შემოხლით დაგვირგვინდეს. ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს. საჭიროა ქვეყანაში შემოსულთა ნაკადის ლეგალური გზებით შეზღუდვა და არა ფიზიკური დაპირისპირებით ან რაგბის შერკინებით მათი შეჩერება“, - წერს რონდელის ფონდის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს, 15:00 საათზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან პარტია „დროას“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პოლონეთი არ აპირებს, მობილიზაციის გამო სხვა ქვეყნებში გაქცეული რუსების მიღებას

🔴 🎥 ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა - რუსული მედია

🔴 ახლა დეზერტირი რუსები გვინდა? - ალეკო ელისაშვილი

🔴 რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ საზღვარი დღეს?! - ვახტანგ გომელაური

🔴 „ემზადებიან დიდი მსხვერპლისთვის, გვამები ათიათასობით დაუბრუნდებათ უკან“ - ბატიაშვილი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციაზე