მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი არავის ანგარიშს არ უწევს, თავისი აკვიატებული იდეაფიქსი აქვს - კობა ლიკლიკაძე

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე

„პუტინი არავის ანგარიშს არ უწევს, აქვს თავისი აკვიატებული იდეაფიქსი“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატარ-პატარა აქციები რუსეთს ვერაფერს დააკლებს.

ამასთან, ჟურნალისტი ამბობს, რომ სანქციებმა რუსეთის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა.

„რუსეთი საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებებს, არაფერს საერთოდ ანგარიშს არ უწევს. აქვს თავისი აკვიატებული იდეაფიქსი. რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინაში დონეცკის სრულ გათავისუფლებამდე. მისთვის საერთოდ არაფერი არ არსებობს, გარდა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებისა, რომლის დასაცავად მზად არის ყველანაირი იარაღი გამოიყენოს. პატარ-პატარა აქციები რუსეთს, კრემლის პოლიტიკას, რომელიც თავისი არჩეული გეზით მიდის, ვერაფერს აკლებს. ჯერჯერობით, არ არ არსებობს არაფერი, რაც მასზე ახდენდეს ზეგავლენას - ეს სამწუხარო რეალობაა. 

სანქციების რეჟიმი უნდა გამკაცრდეს. უკიდურეს ზომად დასავლეთის ომში ჩართვა რჩება, არამხოლოდ იმ ფორმით, რომლითაც ახლა მონაწილეობს, არამედ გაგზავნოს ჯარი უკრაინის დასაცავად. ცხადია, ამას არ გააკეთებს დასავლეთი, რადგან უკრაინა არ არის ნატოს წევრი. სანქციებმა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა. რუსეთი იხტიბარს არ გაიტეხს. მან დასავლეთის მიმართ, აგრესიული დამოკიდებულება აირჩია“, - აცხადებს ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რა შემთხვევაში გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს?

✔️ უკრაინელებმა ლიმანთან ალყაში 5,5 ათასამდე რუსი სამხედრო მოაქციეს

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიმანს უახლოეს 72 საათში დაიბრუნებენ - ISW

✔️ „შეწყვიტეთ ცეცხლი დაუყოვნებლივ, დავიწყოთ მოლაპარაკება - ამისთვის მზად ვართ“ - ვლადიმერ პუტინი კიევს

✔️  ჩამოიხსნეს ნიღბები, დაგვანახვეს ნამდვილი სახე - ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე