მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაში გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

პუტინმა განაახლა თავისი მცდელობები, რათა აიძულოს უკრაინა შეწყვიტოს აქტიური საომარი მოქმედებები და კვლავ დაემუქრა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი წერს. 

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის თქმით, პუტინი ცდილობს დასავლეთის შეშინებას, რათა მიიღოს უკრაინისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც გამოიყენებს ხელახალი შეიარაღებისთვის.

ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, პუტინის ბოლო მუქარა არ არის ძირეულად ახალი და არ მიუთითებს ბირთვული იარაღის გამოყენების გარდაუვალ მომზადებაზე.

ამასთან უკრაინაში პუტინის მიერ დაწესებული „წითელი ხაზების“ გადაკვეთას ჯერ არ მოჰყოლია ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე.

უკრაინის ოთხი ოლქის ნაწილების ანექსია არ ნიშნავს იმას, რომ პუტინმა მიატოვა თავისი გაცხადებული მიზანი - უკრაინის სახელმწიფოს განადგურება.

„პუტინი სავარაუდოდ გამოიყენებს ატომურ იარაღს, თუ ჩათვლის, რომ ეს არ გამოიწვევს დასავლეთის მხრიდან პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას  და თუ მისი შეფასებით, ბირთვული იარაღის გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს უკრაინასთან ომში“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ამასთან, პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ანექსირებითა და ბირთვული გამოყენების მუქარით ცდილობს, აიძულოს კიევი დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.

ექსპერტების ანალიზით, პუტინის მზადყოფნა მოლაპარაკებაზე მიუთითებს იმაზე, რომ მას სჯერა, რომ ვერ მოიგებს ამ ომს თავისი ძალებით, ამიტომ მან უნდა გააყინოს კონფლიქტი უკრაინაში, რათა გადაჯგუფებისთვის დრო მოიგოს.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინის მოწოდება მოლაპარაკებებზე და ფარული ბირთვული საფრთხეები მიმართულია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის წინააღმდეგ.

„პუტინს, სავარაუდოდ, დასჭირდება გამოიყენოს მრავალი ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში, რათა მიაღწიოს სასურველ ოპერაციულ ეფექტს - ფრონტის ხაზების გაყინვას და უკრაინის კონტრშეტევის შეჩერებას“, - წერს ISW.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიმანს უახლოეს 72 საათში დაიბრუნებენ - ISW

✔️ „შეწყვიტეთ ცეცხლი დაუყოვნებლივ, დავიწყოთ მოლაპარაკება - ამისთვის მზად ვართ“ - ვლადიმერ პუტინი კიევს

✔️ პუტინის მიერ გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

✔️  ჩამოიხსნეს ნიღბები, დაგვანახვეს ნამდვილი სახე - ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე