მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ მოსკოვსა და აშშ-ს შორის ბირთვული დაპირისპირება მოხდება, არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გადაიზრდება გლობალურ ბირთვულ ომში - დერილ კიმპბელი

 ვაშინგტონში მდებარე შეიარაღების კონტროლის ასოციაციის დირექტორი

„თუ მოსკოვსა და აშშ-ს შორის ბირთვული დაპირისპირება მოხდება, მაშინ არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გადაიზრდება გლობალურ ბირთვულ ომში“, - ამის შესახებ ვაშინგტონში მდებარე „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“  დირექტორმა დერილ კიმპბელმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მას მოჰყვება ბირთვული პასუხი აშშ-ისგან.

ამასთან, დერილ კიმპბელი ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს უზარმაზარ ნგრევას.

ვაშინგტონში მდებარე „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორი ბირთვულ იარაღს მასობრივი მკვლელობის მანქანას უწოდებს. 

„ბირთვული ომის საფრთხე გაზრდილია. ასეთი მაღალი საშიშროება კაცობრიობას ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს. არაორდინარული და უგუნურია საქციელი პუტინის მხრიდან, როდესაც ის ემუქრება აშშ-ს, ნატოს და უკრაინას ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით. 

ნებისმიერი სახის ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს უზარმაზარ ნგრევას. ეს გახლავთ მასობრივი მკვლელობის მანქანა, რომელიც განურჩევლად კლავს ყველას.

თუ პუტინი მიიღებს უგუნურ გადაწყვეტილებას, გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ცხადია, ის დადგება ნატოსა და აშშ-ის კონფლიქტში ჩართვის საფრთხის წინაშე და, ასევე, ამას შეიძლება, მოჰყვეს ბირთვული პასუხი აშშ-ისგან. პირადად ამის წინააღმდეგი ვარ.

ჩემი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამაზე არც კი ფიქრობს. არსებობს ბევრი სხვა ვარიანტი, რომელიც კონვენციური შეიარაღების გამოყენებას მოიცავს, მაგრამ თუ მოსკოვსა და აშშ-ს შორის ბირთვული დაპირისპირება მოხდება, მაშინ არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გადაიზრდება გლობალურ ბირთვულ ომში“, - აცხადებს ვაშინგტონში მდებარე „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ „ჯერ სად ხართ, უარესი იქნება“ - რუსი სამხედრო კორესპონდენტი

✔️ რუს ოფიციალურ პირებს უჭირთ ოფიცრების პოვნა, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს - ბრიტანული დაზვერვა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები