მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერ სად ხართ, უარესი იქნება“ - რუსი სამხედრო კორესპონდენტი

სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრე კოცი

„ფიქრობთ, რომ ყველაზე უარესი უკვე მოხდა და ამაზე ცუდი ვერ მოხდება? არაფერიც. უარესიც იქნება. ლიმანი ჩვენ დავკარგეთ. ლიმანი არ იყო გამაგრებული მონაკვეთი, მაგრამ იქ მოწინააღმდეგეს უწევდა ძალების განთავსება და მათ ფრონტის სხვა, უფრო მნიშვნელოვან ნაწილებში ვერ იყენებდა. დღეს რომელი რიცხვია? ორი სექტემბერი. ორიოდე დღე დაიცადეთ და უარესი მოხდება. ემოციური საქანელა თქვენ კარგად შეგაქანებთ. ახლა ეს ტოტალურად მოხდება“, - ამის შესახებ რუსი სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრე კოცი აცხადებს. ინფორმაციას dialog.ua ავრცელებს. 

👉 ადრე ყმები იყავით, ახლა მონები გახდით - ალა პუგაჩოვა კრიტიკოსებს პასუხობს

რუსი პროპაგანდისტების ინფორმაციით, ლიმანის აღების შემდეგ უკრაინის ძალებმა ქალაქ კრემენაიას შეუტიეს. მისი აღების შემთხვევაში ლისიჩანსკი - სევეროდონეცკის აგლომერაციამდე 5-10 კილომეტრი დარჩება.

რუსი სამხედრო კორესპონდენტის ინფორმაციით, რუსეთის ძალები კრემენაიაში გამაგრებას ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელებმა შეტევა გააგრძელეს და რუსებმა იქ თავდაცვის ზღუდის მოწყობა უბრალოდ ვერ მოასწრეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა აიღეს დასახლება ტორსკოე, ხოლო კრემენაიას აღება რამდენიმე დღის ან, შესაძლოა, საათის ამბავია.

👉საქართველოს მთავრობას ომი არ სურს - ახრა ავიძბა

დღესვე  გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა ხერსონის ოლქშიც განახორციელეს დასახლება ნოვა კახოვკას მიმართულებით. მათ დაცვის ხაზი გაარღვიეს და დასახლება დუდჩანს მიუახლოვდნენ. კახოვკის აღების შემთხვევაში უკრაინელები დნეპრზე გადასასვლელ ერთ-ერთ ხიდზე კონტროლს დაამყარებენ, ხოლო ხერსონში მყოფი რუსეთის 25 ათასიანი დაჯგუფება ალყაში ხვდება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის - იენს სტოლტენბერგი

✔️ ნატოს 9 ქვეყანამ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები

✔️ იქნება ბირთვული ომები მილიონობით მსხვერპლით, ბირთვულ შანტაჟზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი - ანდრეი ერმაკი