მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის გარეშე გადარჩენა წარმოუდგენელია“ - პაატა ჟორჟოლიანი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი
1641197634
COVID-19

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ომიკრონის“ შტამის გავრცელებაზე ისაუბრა. 

პაატა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ დღევანდელი ციფრები ინფიცირების დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. 

ექიმმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

„დღევანდელი ციფრები დამამშვიდებელი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ შემოვიდა და ინფიცირებულთა რიცხვი ნელ-ნელა გაიზრდება. „ომიკრონის“ სტატისტიკას მნიშვნელობა აღარ აქვს, ის შეიცავს სპაიკ ცილის 30 მუტაციას და მისი გავრცელება მოხდება სწრაფად, ძალიან დიდი პროგრესით და მონოკლინური ანტისხეულებით მკურნალობა, შედეგს ვერ გამოიღებს. მარტივად მიმდინარეობს, მაგრამ რიცხვი როცა იზრდება, ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ორსულებში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი იზრდება რაც კარგია. 

ორსულებში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირება გაცილებით მარტივად მიმდინარეობს, თუმცა ეს არ არის დამამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომელთაც აქვთ სომატური დაავადებები, რა თქმა უნდა, ის ასე მარტივად ამ პაციენტებში არ წარიმართება“, - განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა. 

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, „ომიკრონის“ ვარიანტი ახალშობილებში მარტივად ვრცელდება. 

„ომიკრონის“ შტამის გავრცელება არ არის საშიში. ქვეყანამ გაუძლო უფრო დიდ ეპიდემიას. დასკვნების გაკეთება, რომ პანდემია 2022 წელს დასრულდება - ნაადრევია. ახალშობილებში „ომიკრონის“ ფორმა მარტივად გავრცელებადია.

ვაქცინაციამ ბოლო დროს კარგი ტემპი აიღო და დაწესებულმა რეგულაციამ დიდი შედეგი გამოიღო. ვაქცინაციის გარეშე გადარჩენა არ არსებობს. უნდა ვიცოდეთ ყველამ - ვაქცინაცია აუცილებელია. სხვანაირად წარმოუდგენელია ჩვენ გადავრჩეთ. „ომიკრონი“ მარტივად მიმდინარეობს, მაგრამ მომავალში რა მუტაციას განიცდის და რა მოხდება არვინ იცის“, - აღნიშნა ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „კორონავირუსმა ჩაკეტა საზღვრები, გაყო ოჯახები, თუმცა თუ დავასრულებთ უთანასწორობას, დავასრულებთ პანდემიას“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „მომდევნო თვეში ვირუსული ქარიშხალი იქნება“ - ექსპერტები

⚫ „პანდემიას ვერ გავუმკლავდით“ - თენგიზ ცერცვაძე

⚫ „პროგნოზები დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“ - პაატა იმნაძე

 „ინფიცირების ზრდის ყველაზე მაღალი რისკი ახლა გვაქვს“ - ივანე ჩხაიძე