მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალ შტამებს აქვთ უნარი, გატანის შემდეგ ერთ თვეში გამოიწვიონ რეინფექცია“ - ალექსანდრე გოგინავა

 ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი
1657533900
COVID-19

რა პრევენციული ზომებია საჭირო კიდევ ერთი ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად და რამდენად აგრესიულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამები, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. 

ინფექციონისტის თქმით, საქართველოში ეპიდემიური ვითარება დღითი დღე რთულდება.

როგორც ინფექციონისტი აცხადებს, დაავადება ჯანმრთელ ადამიანებს მარტივად გადააქვს.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ გაუარესებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. ეს არის დაკავშირებული „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამებთან, რომელთაც ახასიათებს უფრო სწრაფი და ადვილი გავრცელება. ამ ეტაპზე საკმაოდ საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. 

ახალი ქვეშტამების სიმპტომატიკა ძალიან ჰგავს „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამების სიმპტომატიკას. ახასიათებს მწვავე დასაწყისი. ხშირ შემთხვევაში არის  - მაღალი ცხელება, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს 2-3 დღის განმავლობაში. ამას ერთვის მშრალი ხველა, ყელის ტკივილი ცხვირში გაჭედვა, საერთო სისუსტე და ცოტა დეზორიენტაცია. ძირითადად ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ეს ინფექცია მსუბუქად გადააქვთ. რისკები არის ძირითადად ასაკოვან ადამიანებში“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

ალექსანდრე გოგინავამ  იმ რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლებიც მოსახლეობამ უნდა დაიცვას. მან საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

„პირველ რიგში, რისკჯგუფებში უფრო მეტად აქტიურად უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია. ვაქცინაცია იცავს ადამიანებს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და ამცირებს, როგორც  ჰოსპიტალიზაციის, ასევე, სიკვდილიანობის რისკებს.

როდესაც გვაქვს სიმპტომები - ხველა, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ხალხმრავალ შეკრებას და თუ მაინც ვერ ვახერხებთ მორიდებას, აუცილებლად გამოვიყენოთ პირბადე. პირბადე დაავადების გავრცელების რისკებს ამცირებს. 

სიმპტომებით დიფერენცირება სხვა რესპირაციულ ინფექციებთან ძალიან რთულია, ზოგადი სიმპტომები ყველა ინფექციებს აქვს მსგავსი. ეს არის - ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება. თუ სიმპტომები ხანგრძლივდება 3 დღეზე მეტხანს, აუცილებელია მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ასევე, მნიშვნელოვანია ჩაიტარონ ტესტი.

დანარჩენ მოსახლობას, რომელსაც არ აქვს ქრონიკული დაავადება, სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 3-5 დღის განმავლობაში ვურჩევ იყვნენ იზოლაციაში, მოერიდონ სხვა ადამიანებთან კონტაქტს. ეს დაავადება მსუბუქი მიმდინარეობის დროს გადამდებია პირველი 5 დღის განმავლობაში. იზოლაციის და ინკუბაციის პერიოდი იგივე რჩება“, - აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი. 

ალექსანდრე გოგინავამ, ასევე, განმარტა როდის უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია. 

„იმ ადამიანებმა, რომლებსაც 2 ვაქცინა აქვთ ჩატარებული და გასულია რამდენიმე თვე, 4 თვეზე მეტი, რა თქმა უნდა, უნდა გაიკეთონ მესამე ბუსტერ დოზა. მეოთხე ბუსტერ დოზა ამ ეტაპზე დაშვებულია ადამიანებში, ვინც არიან 50 წელს გადაცილებული ან აქვთ სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება ან არიან სამედიცინო კლასტერის წარმომადგენლები. სხვა შემთხვევაში ჯერჯერობით, არ არის მეოთხე დოზა დაშვებული, თუმცა ჩემი აზრით, ასეთი მზარდი შემთხვევების ფონზე უნდა მოხდეს დაშვება, რათა ადამიანებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია. 

რეინფექციის არსებობის რისკი ძალიან მაღალია. ახალ შტამებს აქვთ უნარი თუნდაც გატანის შემდეგ რამდენიმე თვეში {ერთ თვეში} გამოიწვიონ რეინფექცია და ადამიანებს შეუქმნას საფრთხე. ზუსტად ამიტომაც არის საჭირო ვაქცინაცია. ვაქცინაცია აახლებს ჩვენს იმუნიტეტს და დაინფიცირებისა და მძიმე მიმდინარეობის რისკებს“, - დასძენს  ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი. 

ამავე თემაზე:

📌 მსოფლიოში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება, პანდემია არ დასრულებულა - The Washington Post

📌ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

📌 „BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

📌 „BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე