მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი ქვეშტამები ბევრად უფრო სწრაფი გადამდებლობით და მაღალი ჰოსპიტალიზაციით ხასიათდებიან - ინფექციონისტი

ახალი ვარიანტები
1657387057
COVID-19

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება. ქვეყანაში „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამი BA.5 და BA.4 გამოჩნდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს.

ინფექციონისტები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ეპიდემიოლოგ მაია კაშიას თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ქვეყანაში ახალი შტამების ცირკულირებამ განაპირობა

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო კვირების განმავლობაში გაუარესდა. მოიმატა ახალი შემთხვევების რაოდენობამ, ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ცირკულირებს „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამები BA4 და BA5, რომელიც ხასიათდება ბევრად უფრო სწრაფი გადამდებლობით და მაღალი ჰოსპიტალიზაციით, ვიდრე ეს იყო გასული კვირების შემთხვევებში. სამწუხაროდ, იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში შეჩერებულია. დღემდე საქართველოში ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი“, - აცხადებს ეპიდემიოლოგი. 

ინფიცირებულთა გაზრდილ მაჩვენებელზე, ასევე, ისაუბრა ინფექციონისტმა და თსსუ პროფესორმა ელზა ვაშაკიძემ.

ინფექციონისტის თქმით, სტაციონარში თანხმლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ხვდებიან.

„ჩვენს კლინიკაში ავადობის შემთხვევების ზრდა აღინიშნება, სტაციონარში ავადმყოფების რაოდენობა ბევრია, მაგრამ გადატვირთული არ არის. ჩვენი ძირითადი კონტინგენტი ახლა სტაციონარული პაციენტის გახლავთ, თანხმლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებშიც ძალიან საყურადღებოა ამ ინფექციის მიმდინარეობა, რადგან ეს ინფექცია მკვეთრად აუარესებს თავიანთი ძირითადი დაავადების სცენარს“, - აცხადებს ინფექციონისტი და თსსუ პროფესორი.

ამავე თემაზე:

📌 მსოფლიოში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება, პანდემია არ დასრულებულა - The Washington Post

📌 „გლობალურად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“, - ალექსანდრე გოგინავა

📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

📌 „BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

📌 „BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე