მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება, პანდემია არ დასრულებულა - The Washington Post

ვაქცინაცია
1657366585
COVID-19

პანდემია - ეს არის  დაუნდობელი და რთული რბოლა ბუნების წინააღმდეგ. Covid 19-ის პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხოლო კიდევ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მაღალეფექტიანი ვაქცინების შედეგად მოხერხდა. ახლა კი კორონავირუსი კვლავ ახალ ტალღას ამზადებს. ის მუტაციას განიცდის, იმუნიტეტი მასზე აღარ მოქმედებს, - ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Post.

გამოცემა წერს, რომ ომიკრონის ქვეშტამის, BA.5-ის გაჩენამ მეცნიერებს იმის საფუძველი მისცა, რომ დასასრული ჯერ კიდევ შორს არის. 

რა არის BA.5? არის თუ არა ის „ომიკრონის“ ბოლო ქვეშტამი, რომელიც დედამიწის მოსახლეობას 2021 წლის ბოლოს დაესხა თავს და ძალზე სწრაფად გავრცელდა. ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის ყველა შემთხვევის 70%-ს სწორედ BA.5 და მისი მონათესავე BA.4 ქვეშტამები წარმოადგენენ.

მოლეკულური მედიცინის პროფესორი ერიკ ტოპოლი ამბობს, რომ BA.5 კორონავირუსის ყველაზე ცუდი ვერსიაა, რაც აქამდე შეგვხვედრია.

„მან იმუნიტეტის დაძლევის შესაძლებლობა ახალ დონეზე აიყვანა, შესაბამისად იზრდება ვირუსის გადადების ალბათობაც და ეს ომიკრონის ადრინდელ შტამებზე ბევრად ძლიერია. იმის გამო, რომ ომიკრონის ზამთრის ტალღამ მოსახლეობაში გარკვეული იმუნიტეტი ჩამოაყალიბა, BA.5-მა ჰოსპიტალიაზაციის და სიკვდილიანობის დიდი მატება არ გამოიწვია. მაგრამ მასზე დაკვირვება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც აშშ-ში და ევროპაში ინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ საკმაოდ მაღალ დონეზეა, რასაც ეს ახალი ქვეშტამებიც უწყობს ხელს. BA.4-ს და BA.5-ს ამ დროისთვის არსებულ ქვეშტამებს შორის იმუნიტეტის დაძლევის ყველაზე დიდი ძალა აქვთ. ამით ისინი წინა შტამებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება“, - ამბობს პფესორი ტოპოლი.

ვირუსს შეუძლია ზრდა, გადადება და ის იმუნიტეტს ხელიდან უსხლტება. იწვევს თუ არა BA.5 უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე სხვა შტამები, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის, რომ ვირუსი ვრცელდება, შესაბამისი პროფილაქტიკური ზომების მიღების აუცილებლობას აჩენს. ესენია მაღალი ხარისხის პირპადე, შენობაში ჰაერის ფილტრაცია და ვენტილაცია, ასევე, ერთ შენობაში დიდი რაოდენობის ადამიანების შეკრების დაუშვებლობა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ამჟამად მეცნიერები არკვევენ თუ როგორი უნდა იყოს ბუსტერ-ბუსტერ დოზა. უნდა შეიცავდეს თუ არა ის პრეპარატს წინა შტამების წინააღმდეგ თუ მხოლოდ ახალ შტამებს უნდა ებრძოდეს? სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილება ორკომპონენტიანი ანუ ორვალენტიანი ვაქცინის სასარგებლოდ იქნება. მისი დახმარებით ორგანიზმი შეძლებს ბრძოლას კორონავირუსის როგორც ძველი, ასევე, ახალი შტამების წინააღმდეგ.

აშშ-ის საკვებზე და პრეპარატებზე სანიტარიული ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მომავალში ამ საკითხის მიმართ აუცილებელია უფრო მოქნილი მიდგომა. ახალი თაობის ვაქცინები უფრო ხანგრძლივი მოქმედებით, მრავალი შტამის მიმართ დაცვის ფუნქციით უნდა გამოირჩეოდეს და ვირუსის არა მარტო ორგანიმზში გავრცელებას, არამედ სხვა ადამიანზე მის გადადებასაც უშლიდეს ხელს. ამ შემთხვევაში მეცნიერებს და ექიმებს „კონკრეტულ ვარიანტზე დევნა“ აღარ დასჭირდებათ. ამისთვის სერიოზული კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ ფინიშის ხაზი ჯერ შორს არის, - წერს გამოცემა.

ამავე თემაზე:

📌 შემოდგომაზე შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდეს და არავინ იცის როგორი თვისებები ექნება - ზაზა წერეთელი

📌 „გლობალურად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“, - ალექსანდრე გოგინავა

📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

📌 „BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

📌 „BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე