მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომიკრონის BA.5 შტამს უნარი აქვს წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
1656669252
COVID-19

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ალბათობით ეპიდსიტუაციის გაუარესება ომიკრონის BA. 5 ქვეშტამს უკავშირდება. 

როგორც „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, ომიკრონის ქვეშტამი BA.5 ევროპის რეგიონში აქტიურად იზრდება. 

ექიმის თქმით, BA.5 არის ომიკრონის ქვეშტამი, მისი ძირითადი მახასიათებლები მსგავსია ომიკრონის სხვა ქვეშტამების, თუმცა მას აქვს უნარი, წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს.

„გლობალურად და განსაკუთრებით კი ევროპის რეგიონში ეპიდსიტუაცია საკმაოდ გაუარესდა და ეს ძირითადად დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან, მათ შორის ყველაზე აქტიურად ვრცელდება BA.5 ქვეშტამი. სწორედ ამ  შტამთან არის დიდი ალბათობით დაკავშირებული საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესება. 

ის არის ომიკრონის ქვეშტამი, მისი ძირითადი მახასიათებლები მსგავსი ომიკრონის სხვა ქვეშტამების, თუმცა მას აქვს უნარი, წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს.

ამიტომ რეინფიცირების რისკი მაღალია, ვიდრე ეს იყო ომიკრონის წინა ქვეშტამების დროს. ეს ქმნის მთავარ პრობლემას. ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს თუნდაც ომიკრონი პირობითად, წლის დასაწყისში, მათ აქვთ საკმაოდ მაღალი რისკები, რომ ისევ ინფიცირდნენ“, - აცხადებს გოგინავა.  

რაც შეეხება სიმპტომებს, ინფექციონისტის თქმით, სიმპტომები ბოლომდე არ არის იდენტიფიცირებული. 

„ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის, აქვს თუ არა ამ ქვეშტამს რაიმე განსხვავებული სიმპტომი. იმიტომ რომ BA. 5 ევროპის რეგიონში ფართო მასშტაბიანად ვრცელდება სულ რამდენიმე კვირაა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მას აქვს მსგავსი სიმპტომები როგორიც ჰქონდა ომიკრონის სხვა ქვეშტამებს. 

ეს არის მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, სახსრების კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი. ზოგიერთი ექსპერტი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ცხვირიდან გამონადენი ნაკლებად არის ამ ქვეშტამისთვის დამახასიათებელი. 

რისკჯგუფები ძირითადად იგივეა. დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკი აქვს ადამიანებს ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, აქვთ იმუნოდეფიციტი ან არიან ხანდაზმულები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია და ყველაზე უფრო სწორი მიდგომაა, ამ რისკჯგუფების სრულფასოვანი ვაქცინაცია. 

ვიცით, რომ არსებული ვაქცინები არ არის იმდენად ეფექტიანი ომიკრონის წინააღმდეგ როგორც ეს წინა შტამების დროს იყო, თუმცა არსებული ვაქცინებით სრულფასოვანი ვაქცინაცია განაპირობებს ერთ რამეს - ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რისკჯგუფების სრულფასოვანი ვაქცინაცია. 

ტესტირებაზე მიმართვიანობა გაზრდილია. ასევე, გაზრდილია მიმართვიანობა ამბულატორიებში და ამ ეტაპზე  კარგია ის, რომ ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების მკვეთრი მატება არ გვაქვს. მოსახლეობას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მათ, ვინც არიან ასაკში ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, თუ მათ აღმოაჩნდებათ გარკვეული სიმპტომები, დროულად ჩაიტარონ ტესტირება, რადგან საქართველოში ხელმისაწვდომია ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია“, - აცხადებს გოგინავა.  

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მაღალია აღნიშნული შტამის გავრცელების მაჩვენებელი ბავშვებში? - ექიმი ინფექციონისტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სრულფასოვანი სტატისტიკა არ არის. 

„სამწუხაროდ ამ შტამზე სრულფასოვანი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა როგორც ომიკრონის სხვა ქვეშტამებს, ამჟამად არსებული ინფორმაციით, B.A. 5-საც აქვს უნარი, დააინფიციროს ბავშვები“, - დასძინა ალექსანდრე გოგინავამ. 

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 18%-ით გაიზარდა, ხოლო გლობალურად 4,1 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე თემაზე: 

👉 გადადის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით? - ალექსანდრე გოგინავას ინტერვიუ

👉 „ანტისხეულებს კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.5 გვერდს უვლის“ - ზაზა წერეთელი

👉 ახალი შტამი მსუბუქი არ იქნება, მოსალოდნელია პატარა ტალღები - გიორგი კამკამიძე

👉 „არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს“ - ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე

👉 ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება დაიწყოს - ბიძინა კულუმბეგოვი