მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ“ - გიორგი ფხაკაძე

„მალე ალბათ ქართული შტამი გვექნება“
1631094066
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ბავშვთა ვაქცინაციის საკითხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რისკჯგუფში შემავალ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.

„სავალდებულო ვაქცინა ვერცერთი ვერ იქნება, სანამ ის არ მიიღებს უმკაცრესი წამლის სააგენტოდან საბოლოო თანხმობას, როგორც უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. ამჯერად მსოფლიოში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ვაქცინა „ფაიზერი“, რომელმაც მიიღო სრული ავტორიზაცია მხოლოდ 16 წლიდან. 12-დან 16 წლამდე არის გადაუდებელი მოხმარებისთვის. შესაბამისად - ნებისმიერი წამალი, ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც არის გადაუდებელი მოხმარებისთვის, ის ვერ იქნება სავალდებულო“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ექსპერტმა მთავრობის გადაწყვეტილებას, 12 წლიდან რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრასთან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯი უწოდა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არის სწორი. პირველ რიგში, ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა და არიან დიდი რისკის ქვეშ, ისინი შესაძლოა, აიცრან, მათი მშობლების და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის და თანხმობის შედეგად“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ჯანდაცვის ექსპერტმა, ასევე, არსებულ ეპიდსიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვართ ისევ იქ, სადაც ვიყავით 2 კვირის უკან. ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე არ არის დასტაბილურებული. ყველაზე დიდი შეცდომა ვაქცინაციის პროცესში არის, როცა იძახიან მოქალაქეს აქვს ვაქცინის არჩევის საშუალება. ეს არის ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული.

მოქალაქემ არ იცის, რომელი ვაქცინა არის კარგი და ცუდი. ყველა ვაქცინა, რომელიც ამ წუთისათვის არის საქართველოში, „ფაიზერის“ გარდა, ყველა არის ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელსაც არ აქვს საბოლოო ავტორიზაცია გავლილი.

ასეთი ბევრი შეცდომების შედეგად, სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესი შენელდება საქართველოში და ალბათ, თვის ბოლოს დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან ვაქცინაციის ტემპი დავარდება და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწევთ აცრილთა 50 პროცენტსაც კი, რაც პრაქტიკულად, მძიმე და სავალალო იქნება ქვეყნისთვის“, - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი ჩვენთან საუბრისას.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შესაძლებელია რისკჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა დღეიდანვე დავუშვათ“

👉 „ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყოთ ბავშვების აცრა“

👉 „სინოვაკის“ ვაქცინა 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცეს

👉 „12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის შესაძლებელი იქნება“