მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ბუსტერიზებულ ადამიანებში რეინფიცირება ნაკლებია“ - ამირან გამყრელიძე

დაავდევა კონტროლის ცენტრის დირექტორი
1644914635
COVID-19

„იანვარ-თებერვალში რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ამირან გამყრელიძემ, გუშინდელ განცხადებას, „ომიკრონის“ დროს  ვაქცინა არ მუშაობს“ - კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ვინც ბუსტერი გაიკეთა, იქ რეინფიცირება ნაკლებია.

„გუშინდელი განცხადებები ვაქცინასთან დაკავშირებით კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო. არავინ უარყოფს, რომ „ომიკრონი“ და ომიკრონის შტამი გვერდს უვლის ვაქცინას. იანვარ-თებერვალში გვაქვს რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. დაახლოებით 50%-ში, რომელსაც მეორედ დაემართა ინფექცია ანუ მოხდა რეინფიცირება, ისინი იყვნენ ორჯერადად აცრილები და ამას არვინ მალავს. მაგრამ, ვინც  გაიკეთა ბუსტერი, იქ რეინფიცირება  ნაკლებია, ამავე დროს ვისაც გაკეთებული აქვს ორჯერადი აცრა და განსაკუთრებით 50 წლის ზემოთ ასაკში, იქ ჯერადობით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია და ჯერადობით ნაკლებია ფატალური გამოსავალი. ის, რაც გუშინ აიტაცა მედიამ, მხოლოდ პირველი ნაწილი იქნა გაჟღერებული, მომდევნო ნაწილი კი რატომღაც ნიველირდა. ორი მთავარი იარაღი დღეს გახლავთ - პირბადე და ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ და შემთხვევები კლებას დაიწყებს.

„ეპიდსიტუაციის ბოლო დღეების მაჩვენებლები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და ყველაფერი ეს, მიუთითებს რომ ჩვენ „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ და ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების კლება გვექნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✅ ესპანეთში შექმნეს ტესტი, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, ესაჭიროება თუ არა ადამიანს ვაქცინის დამატებითი დოზა

✅ რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება

✅ პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა, წელს დასრულდეს - ტედროს ადანომ გებრეისუსი

✅ „პანდემია არ დასრულებულა, ახალი შეშფოთების ვარიანტები იქნება“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

✅ „დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

✅ „დელტა არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში“ - ივანე ჩხაიძე

✅ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები

✅ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება