მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ არსებული პანდემიის ბოლო წერტილი არ არის, უნდა მოვემზადოთ გაზაფხულისთვის“ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
1643101361
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. 

ექიმის თქმით, „ომიკრონი“ არსებული პანდემიის ბოლო წერტილი არ არის.

ამასთან, ტაბიძე ამბობს, რომ გაზაფხულისთვის სიურპრიზებისთვის უნდა მოვემზადოთ. 

ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი გასაკვირი არ არის. ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ. „ომიკრონსაც“ აქვს გართულებები და საკმარისად მძიმე. დღევანდელი მონაცემები უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ მოსახლეობამ შეასრულოს რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გააქტიურება და ბუსტერის გაკეთება. ვაქცინაცია არის ის გარანტი, რომელიც დაიცავს პაციენტებს რეანიმაციულ განყოფილებებში მოხვედრისგან და გარდაცვალების რაოდენობასაც მაქსიმალურად დასწევს. 

„ომიკრონი“ არ არის ბოლო წერტილი არსებული პანდემიის, გაზაფხულზე იქნება ახალი შტამი, კიდევ ერთხელ მოხდება მუტაცია. მოვემზადოთ გაზაფხულისთვის, რომელმაც შესაძლოა, სიურპრიზები შემოგვთავაზოს. „ომიკრონის“ დროს მოსახლეობამ თვითმკურნალობას არ უნდა მიმართოს. ახლა ვართ ყველაზე მძიმე მართვის პერიოდში, ვიმყოფებით ინტენსიური გავრცელების ფაზაში, რომელსაც სპეციალური მართვა და დამატებითი ღონისძიებების გატარება სჭირდება. 

მეექვსე ტალღაზე კარგა ხანია გადავედით. „ომიკრონი“ ენდემურში როდის გადავა, არ ვიცით. „ომიკრონის“ დროს გამძაფრებულია: ყელის  ტკივილი, ღებინების შეგრძნება, სახსრების ტკივილი. ინფიცირების არსებულ რაოდენობაში ძალიან მაღალ პროცენტს იკავებს ბავშვთა ასაკი“, - აცხადებს დევი ტაბიძე. 

კლინიკური დირექტორი განათლების სამინისტროს მიმართავს და სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ბავშვებში ინფიცირება მაღალია. 

„ვთხოვ, ჯანდაცვის სამინისტროს და ასევე, განათლების სამინისტროს მივმართავ, რომ გადაიხედოს ის პროტოკოლი, რომელზეც დაყრდნობითაც ბავშვები დაშვებული არიან სკოლებსა და ბაღებში. ახლა ყველაზე მეტი ინტესივობაა და ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რომ ცოტა ხნით სასწავლო პროცესი შეწყვიტოთ.

15 000 მეტი შემთხვევაა, ხვალ 25 000 იქნება და ამ ბავშვებს რას ვერჩით არ მესმის. ამ მაჩვენებლებში ყველაზე მეტი ინფიცირებული არის ბავშვები.

უფროს ასაკს თავისი ქრონიკული დაავადებები აქვს, რომელიც შემდგომში გამოიწვევს გართულებებს. მერე იქნება შეკითხვა, მაშინ რატომ ამბობდნენ ექიმები და ექსპერტები იმას, რომ „ომიკრონი“ არის მარტივი? არ უნდა მივიყვანოთ ეს ყველაფერი იქამდე და კარი არ უნდა გავუღოთ მომავალ მუტაციებს, რომლებიც რიგში დგანან“, - აღნიშნავს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ არის თუ არა „სტელს-ომიკრონი“ ისეთივე საშიში, როგორც „ომიკრონი“?

⭕ „ომიკრონის“ ადვილად გადატანა ხდება აცრებისა და ბუსტერ დოზების გამო და არა იმიტომ, რომ ვირუსი დასუსტდა“ - ზაზა წერეთელი