მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ახალ შტამს რეინფიცირების მეტი უნარი აქვს“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1638090413
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონზე“ ისაუბრა. 

მისი თქმით, „ომიკრონი“ სხვა შტამებთან შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება.

„ეპიდსიტუაცია რთულია, განსაკუთებით ახლა, როცა ასეთი საგანგაშო  სიგნალები ისმის ევროპიდან და ახალი ინფორმაციები ვრცელდება ახალ შტამთან დაკავშირებით. ასე სწრაფად არ ყოფილა არასდროს რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შემაშფოთებელი სახელი მიენიჭებინა შტამისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი  საყურადღებოა და სიფრთხილე გვმართებს.

უნდა დავაკვირდეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით, რაც იციან, არის ის, რომ შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული. მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია შტამი, რამდენად მძიმე დაავადებებს იწვევს, ამას დაკვირვება სჭირდება.

შერჩევითად ჩვენთან სულ მიმდინარეობს შტამებზე ზედამხედველობა და ახლა მოვილაპარაკეთ, რომ გარკვეული პროტოკოლი შეჯერდება ჯანმოსთან, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი და დავაკვირდეთ ქვეყანაში შტამების ცირკულაციას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC