მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

„კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“
1643876945
COVID-19

მსოფლიოში პირველმა კვლევამ, რომელშიც მოხალისეები განზრახ დაინფიცირდნენ Covid 19-ით, დაადგინა, რომ ადამიანები სულ რაღაც ორი დღის შემდეგ გახდნენ გადამდები“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, Sars-Cov-2 ვირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს.

„გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებულმა „Human Chalenge“ კვლევამ გამოავლინა, რომ Sars-Cov-2 ვირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს მიაღწია ხუთი დღის შემდეგ, თუმცა მონაწილეები გადამდები რჩებოდნენ საშუალოდ ცხრა დღის განმავლობაში და მაქსიმუმ 12 დღის განმავლობაში.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათი შედეგები მხარს უჭერს მითითებებს, რომ ადამიანებმა უნდა გაატარონ კარანტინი 10 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირველად იგრძნობენ Covid-ის სიმპტომებს ან ექნებათ დადებითი ტესტის შედეგი“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ცნობით, კვლევა ჩატარდა ლონდონის სამეფო ჰოსპიტლის სპეციალურ განყოფილებაში. 18-დან 29 წლამდე ასაკის 34 მოხალისედან თვრამეტი დაინფიცირდა ორიგინალური Sars-Cov-2 შტამის დაბალი დოზის მიღების შემდეგ (ცხვირში წვეთებით).

მისი თქმით, არცერთს არ აღენიშნებოდა სერიოზული სიმპტომები (მხედველობაშია მისაღები მათი ახალგაზრდა ასაკი).

„ჩვენი კვლევა ავლენს რამდენიმე ძალიან საინტერესო კლინიკურ შეხედულებას, განსაკუთრებით ვირუსის ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდისა და ცხვირიდან ძალიან მაღალი ვირუსის გამოყოფის შესახებ“, - განაცხადა კრისტოფერ ჩიუმ, ლონდონის იმპერიული კოლეჯის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, რომელიც იყო კვლევის ხელმძღვანელი.

„კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა Imperial-ს, Royal Free-სა და hVivo-ს პარტნიორობის საფუძველზე
მონაწილეებმა დაიწყეს სიმპტომების განვითარება ვირუსის მცირე ცხვირის დოზის (10 მიკროგრამი) მიღებიდან ორი დღის განმავლობაში. ვირუსული ინფექციის მაღალი დონე ჯერ ყელში გაჩნდა და თითქმის მაშინვე ცხვირში. დონემ პიკს მიაღწია ხუთი დღის შემდეგ, ამ დროისთვის ცხვირი ინფექციის მთავარი ადგილი იყო. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ დასკვნები ხაზს უსვამს სახის ნიღბების პირის და ცხვირის დაფარვის აუცილებლობას მათი ტარების დროს.

ენდრიუ კატჩპოლმა, hVivo-ს მთავარმა მეცნიერმა, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ფოკუსირებულია თავდაპირველ Sars-Cov-2 შტამზე და არსებობს განსხვავებები მისსა და სხვა ვარიანტებს შორის გადაცემის მხრივ, იგივე ფაქტორები იქნება პასუხისმგებელი მისგან დაცვაზე, რაც ნიშნავს - დასკვნები ღირებული რჩება ისეთი ვარიანტებისთვის, როგორიცაა დელტა ან „ომიკრონი“.

Open Orphan-მა თქვა, რომ ავითარებს ვირუსის დელტას შტამს Imperial-თან ერთად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომავალ ცდებში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი გადაუჭრელი კითხვა იყო არის თუ არა ნაკლებად სავარაუდო რომ ვირუსის გადაცემა მოხდეს უსიმპტომო/მსუბუქი ინფექციის დროს, ვიდრე უფრო მძიმე დაავადების შემთხვევაში.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა კორელაცია დაავადების სიმძიმესა და ვირუსის გამოყოფის ხარისხს შორის. მთლიანობაში, ბუნებრივ ინფექციაში მოხსენებული პიკური VL (ვირუსული დატვირთვა)(105-108 copies/mL)
უფრო დაბალია, ვიდრე ამ კვლევაში დაფიქსირდა.

თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო რადგან იმ მომენტში როცა პაციენტებს უღებდნენ ტესტს ისინი უკვე იმყოფებიან VL მრუდის დაღმავალ ფაზაში. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ნიმუშების უმეტესობამ გამოტოვა ვირუსის დატვირთვის პიკი.

კვლევის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 ვირუსის გამოყოფა ხდება მაღალ დონეზე, სიმპტომების სიმძიმის მიუხედავად, რაც ხსნის ამ ინფექციის მაღალ გადაცემას და ხაზს უსვამს, რომ სიმპტომების სიმძიმე არ შეიძლება ჩაითვალოს ამ დაავადების გადაცემის რისკის მახასიათებლად“, - წერს ზაზა წერეთელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC

📢 „აცრაზე უარის თქმა შეიძლება, ბავშვობის ტრავმებთან, მათ შორის ოჯახურ ძალადობასთან, კავშირში იყოს“ - ზაზა წერეთელი ბრიტანულ კვლევაზე

📢„სტელს-ომიკრონი“ სავარაუდოდ, იგივე სიმძიმისაა, როგორც „ომიკრონი“ - WHO

📢 „უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“ - დავით გადელია

📢„მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

📢„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე