მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სტელს-ომიკრონი“ სავარაუდოდ, იგივე სიმძიმისაა, როგორც „ომიკრონი“ - WHO

„სტელს-ომიკრონი“ სავარაუდოდ, იგივე სიმძიმის არის როგორც „ომიკრონი
1643803373
COVID-19

„სტელს-ომიკრონი“, არ არის უფრო სერიოზული და მძიმე, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„ვაქცინები, ასევე, უზრუნველყოფენ დაცვას „ომიკრონის“ სხვა შტამების მიმართ“, - განაცხადა მსოფლიო ორგანიზაციის COVID 19-ის რეაგირების ჯგუფის დოქტორმა ბორის პავლინმა.

მისი თქმით, „სტელს-ომიკრონმა“ უკვე მთლიანად ჩაანაცვლა „ომიკრონი“ დანიაში. დანია პირველი ქვეყანაა სადაც სტელს-ომიკრონმა“ BA.1-ს გადაუსწრო.

„როგორც ჩანს, არ არის განსხვავება დაავადების სიმძიმეში,  ჩვენ ვერ ვხედავთ ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებლებს“, - დასძინა პავლინმა.

დანიის კვლევის მიხედვით, BA.2 უფრო გადამდებია, ვიდრე უფრო გავრცელებული BA.1 და უფრო მეტად შეუძლია აცრილი ადამიანების დაინფიცირება.

„ვაქცინაცია ძლიერად იცავს ინფიცირებულ ადამიანებს მძიმე დაავადებისგან, მათ შორის „ომიკრონისგან“, თუმცა მეტი მონაცემებია საჭირო“, - აღნიშნავს ბორის პავლინი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, „სტელს-ომიკრონი“ უკვე დომინანტი ხდება ფილიპინებში, ნეპალში, ყატარში, ინდოეთსა და დანიაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „გამყრელიძე და იმნაძე კონფორმიზმით არიან დაკავებულები“ - შოთა ბურჯანაძე

⚫ უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“ - დავით გადელია

„მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

რატომ შეიძლება იყოს PCR ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში უარყოფითი? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

„სტელს-იმიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე BA.1 ვარიანტი - დანიური კვლევა

„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე