მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი
1643881014
COVID-19

მსოფლიოში პირველი „ცდები“ კორონავირუსზე, რომლის ფარგლებში ადამიანები მიზანმიმართულად დააინფიცირეს, დაავადების ადრეულ სტადიაზე უნიკალურ ხედვას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლონდონის სამეფო ჰოსპიტალში ვირუსი 36 წლის ახალგაზრდა, ჯანმრთელი და აუცრელი მოხალისის ორგანიზმში შეიყვანეს. შედეგებმა აჩვენა თუ სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი, ასევე, ის, რომ ზოგიერთი ვირუსს წინააღმდეგობას უწევს.

მომავალი გამოწვევის ცდებმა შესაძლებელია ახალი თაობის კოვიდ ვაქცინებისა და წამლების პოვნაში დიდი წვლილი შეიტანოს.

ზემოთ ხსენებული ცდები მეცნიერებს ინფექციის ადრეული სტადიების შესწავლის საშუალებას აძლევენ, სიმპტომების გაჩენამდეც კი.

პირველი სიმპტომები:

თითოეულ მოხალისეს, რომლებიც 18-დან 30 წლამდე არიან, ჰქონდათ ინდივიდუალური კოვიდის დოზა- ეკვივალენტი იმ რაოდენობის წვეთისა, რომელიც კოვიდინფიცირებული ადამიანის  ცხვირიდან იმ მომენტში გავრცელდა, როცა ვირუსი პიკურ ფაზაში იყო, მაგრამ მოხალისეების მხოლოდ ნახევარი დაინფიცირდა. და იმ ყველაფრის გაგება, თუ როგორ გაუწიეს ვირუსს წინააღმდეგობა იმ ადამიანებმა, რომლებიც არ იყვნენ ვაქცინირებულნი და არც კოვიდის გადატანის შემდგომი იმუნიტეტი ჰქონდათ, სწორედ ამაზე იქნება ფოკუსირებული მომავალი კვლევა.

მათ შემთხვევაში, ვისაც  ინფექცია განუვითარდა, ვირუსი სწრაფად გაქრა, ხოლო პირველი სიმპტომები და ტესტის დადებითი პასუხი 42 საათში გამოჩნდა.

წინა, საბოლოო კონსენსუსი ის იყო, რომ ვირუსის ზემოქმედებიდან პირველი სიმპტომების გამოჩენამდე 5 დღე იყო საჭირო.

რაც შეეხება ცხვირსა და ყელს, როდესაც ვირუსი ყელის ტერიტორიაზე იყო მოდებული და შემდგომ ცხვირი შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ვირუსის ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ რომ ცხვირში იყო. მკვლევრებმა პირბადით ცხვირისა და პირის დაფარვის მნიშვნელობას ხაზი აქედან გამომდინარე გაუსვეს.

ძირითადი გავლენა:

„ეს მართლაც უნიკალური კვლევაა“, - თქვა ლონდონის იმპერიული კოლეჯის, ინფექციის ინსტიტუტის პროფესორმა, კრისტოფერ ჩიუმ.

ვირუსის რაოდენობამ  დაინფიცირებიდან დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ მიაღწია პიკს და შესამჩნევი 12 დღის შემდეგაც კი დარჩა. სიმპტომების სიმსუბუქის მიუხედავად, ზოგიერთ მოხალისეს ყნოსვის ხანგრძლივი დაკარგვა აღენიშნებოდა.

„სწრაფი ტესტები ძალიან კარგად არის დაკავშირებული ინფექციური ვირუსის არსებობასთან. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში შესაძლებელია ნაკლებად მგრძნობიარე იყოს, თუ მათ სწორად  და განმეორებით გამოიყენებთ, ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელების შეფერხებაზე დიდ გავლენას მოახდენს“, - აღნიშნა პროფესორმა ჩიუმ.

ძირითადი მონაცემები:

გამოყენებული ვირუსი, პანდემიის დასაწყისში დაინფიცირებული ადამიანისგან აღებული ადრეული ვარიანტი იყო. შემდგომი კვლევები უახლეს ვერსიებს (ვარიანტებს) შეისწავლის. მთავარი დასკვნა, ის არის, რომ გამოწვევების ცდების ჩატარება იყო უსაფრთხო, რაც კვლევის ჩატარების ახალ გზებს ხსნის.

გამოწვევების ცდებმა მედიცინაში ისეთი მიღწევები და შედეგები გამოიღო, როგორიცაა ახალი ტიპის ვაქცინა და იმედოვნებენ, რომ იგივე მიდგომამ შესაძლოა, ახალი თაობის ვაქცინებისა და ანტივირუსების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი. დასკვნები ინტერნეტში გამოქვეყნდა, თუმცა სხვა მეცნიერების მხრიდან ოფიციალურად არ არის განხილული.

„ამ მნიშვნელოვანმა კვლევამ მოგვაწოდა დამატებითი, ძირითადი მონაცემები კორონავირუსისა და მისი გავრცელების შესახებ, რაც ფასდაუდებელია. ასე, რომ, ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი პასუხი“, - განაცხადა ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ, პროფესორმა სერ ჯონათან ვანტამმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 როგორ ხდება კორონავირუსის შტამის ზუსტად დადგენა? - კავკასიძის განმარტება

👉 საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა? - მაია ბუწაშვილის განმარტება

👉 „ომიკრონს“ რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს“ - ივანე ჩხაიძე

👉 უფრო ზუსტი იქნება, თუ გავითვალისწინებთ სიმპტომების დაწყების და არა დადასტურების პერიოდს - ივანე ჩხაიძე იზოლაციის ვადებზე

👉 რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება

👉 თუ ბავშვს ღებინება აქვს და სითხეს ვერ იღებს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - მაია ჩხაიძის რეკომენდაციები

👉 საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა? - მაია ბუწაშვილის განმარტება