მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ შესაძლოა, კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იყოს“ - აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი

„ომიკრონი“ - სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1638806836
COVID-19

„ომიკრონი“ შესაძლოა, კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იყოს“, - ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ფრენსის კოლინზმა განაცხადა.

მისი თქმით,  ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახალი დომინანტური ვარიანტის გაჩენა შესაძლებელია.

„შესაძლებელია, რომ ეს არ იყოს ბოლო ვარიანტი, რომელიც დიდ ყურადღებასა და დიდ შეშფოთებას მიიპყრობს. ახალ ვარიანტს მუტაციების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, რაც აქამდე გვინახავს“, - ამბობს ფრენსის კოლინზა.

ფრენსის კოლინზის თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანისგან განვითარდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 „კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი